გიორგი ვაშაძე - დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ - აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

დეოლიგარქიზაციის კანონი არის თავიდან ბოლომდე იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს კანონი გამოყენებული იქნება მედიის მფლობელებისა და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ და არ მოემსახურება რეალურ მიზანს.

„ეს კანონი იმისთვისაა, რომ მედია მესაკუთრეების წინააღმდეგ გამოიყენონ, პოლიტიკური პარტიების წევრების წინააღმდეგ გამოიყენონ და არც ერთ შემთხვევაში იმ რეალურ მიზანს არ ემსახურება, რომელიც ამ დეოლიგარქიზაციის პუნქტს აქვს, რომ განთავისუფლდეს ბიძინას და მსგავსი ადამიანების გავლენისგან ეს ქვეყანა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როგორც რუსული კანონი იყო იმისთვის, რომ სამოქალაქო სექტორზე შეტევა განეხორციელებინათ, ასევე რუსული დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ოპონენტებზე, მედიაზე და ყველა მათ მიერ არაკონტროლირებად ფინანსური რესურსის მქონე ადამიანებზე დააწესონ კონკრეტული შეზღუდვები და პირდაპირი შეტევა განახორციელონ. ამიტომ, აქ გვჭირდება ჩვენ ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვაშაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება