გიორგი ალადაშვილი და ალექსი ფიცხელაური ციხე-ქალაქ კვეტერას მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნენ

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში კახეთის რეგიონში 38 პროექტია დაფინანსებული,- ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დასრულების ეტაპზეა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ციხე-ქალაქ კვეტერას მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის ჯამური ღირებულება 1,400,000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა ადგილზე მოინახულეს.

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგო ციხე-ქალაქთან მისასვლელი გზა ქვაფენილით 900 გრძ. მეტრზე, გზის დასაწყისში მოეწყო საკემპინგე, ვიზიტორთა ცენტრი, სველი წერტილები, წყალსადენი, განათება, საფეხმავლო ბილიკები და გადასახედი. კვეტერას ციხე-ქალაქი ჯერ კიდევ VIII საუკუნიდან მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში და კახეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მარშრუტი შეიქმნება.

„ახლოვდება ტურისტული სეზონი კახეთში, რასაც რეგიონი ბევრი სიახლით, ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილებით შეხვდება. ისტორიული ციხე-ქალაქი კვეტერა აქამდეც არაერთ ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორს იზიდავდა, მიმდინარე წლიდან კი, განახლებული ტურისტული ინფრასტრუქტურა ისტორიული ციხე-ქალაქისთვის კიდევ უფრო მეტი ტურისტის მიღების შესაძლებლობას გააჩენს“, - აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა