გორის მერიამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში პროექტების განხორციელების მიზნით ტენდერები გამოაცხადა

გორის მერიამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში პროექტების განხორციელების მიზნით ტენდერები გამოაცხადა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, იმ პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა მიმდინარეობს, რომლებიც გზების მოხრეშვას, გარე განათებისა და სარწყავი არხების მოწყობას ითვალისწინებს.

„პროექტების მიხედვით, მუნიციპალიტეტის 17 სოფელში (საქაშეთი, ზემო ხვითი, ფხვენისი, კვარხეთი, ახალშენი, არაშენდა, უფლისციხე, ქერე , ოლოზი, ტყვიავი, კარალეთი, პატარა გორიჯვარი, ძევერა , ქიწნისი, სათემო, მეღვრეკისი) გარე განათების მოეწყობა გრძელდება.

გარე განათების სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ორი ტენდერი მიმდინარეობს. პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება 311 120 ლარია.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სარწყავი არხები 12 სოფელში (ფლავი, გუგუტიაანთკარი, კოშკა, ტურძნისი, ქვემო ნიქოზი, ზემო რეხა, თორტიზა, ჯარიაშენი, პატარა გორიჯვარი, კოშკები, სკრა, რიეთი) მოეწყობა.

ტენდერის პირობების მიხედვით, გზების მოხრეშვა 14 დასახლებულ პუნქტში (ფლავისმანი, კარბი, მერეთი, ბერბუკი, ბერშუეთი, ზემო ნიქოზი, ქვემო ხვითი, შინდისი, მეჯუდისპირი, ნაწრეტი, ახალსოფელი, წიტეუბანი, დიდი ატენი, ზემო ჯებირი) განხორციელდება.

გზების მოხრეშვისა და სარწყავი არხები მოწყობის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების შესყიდვა ერთი ტენდერით ხორციელდება. მისი სავარაუდო ღირებულება 400 105 ლარია.

"სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. დასაფინანსებელი პროექტები მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრა.

2023 წელს განსახორციელებელი პროექტები 112 დასახლებულ პუნქტში ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა