გიორგი დოხტურიშვილმა რუსთავის სკოლების საბაზო საფეხურის 141 წარჩინებულ კურსდამთავრებულს კომპიუტერები გადასცა

ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ რუსთავში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პროექტი „ჩემი პირველი კომპიუტერი“ გაიმართა, სადაც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა რუსთავის სკოლების საბაზო საფეხურის 141 წარჩინებულ კურსდამთავრებულს კომპიუტერები გადასცა.

ინფორმაციას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი დოხტურიშვილის თქმით, აღნიშნული პროგრამა სკოლის მოსწავლეებს უფრო მეტ მოტივაციას აძლევს და სწავლის პროცესშიც ხელს უწყობს.

„ჩემთვის სასიხარულოა, რომ რუსთავს ამდენი წარჩინებული მოსწავლე ჰყავს. დღეს, „ჩემი პირველი კომპიუტერის" პროგრამის ფარგლებში, რუსთავის სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის 141 წარჩინებულ კურსდამთავრებულს, საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ. დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა წარმატების მიღწევისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. მჯერა, აღნიშნული პროგრამა სკოლის მოსწავლეებს უფრო მეტ მოტივაციას მისცემს და სწავლის პროცესშიც ხელს შეუწყობს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ!“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

„დაჯილდოების ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, თამარ ხეჩიკაშვილი და რუსთავის სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს