მრავალბინიანი საცხოვრებელი მაღლივი შენობის ავტოსაშხეფი სისტემის დაყენება 2028 წლამდე გადავადდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დადებითად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილება შეიცვალა (ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ შესახებ) და მრავალბინიანი საცხოვრებელი მაღლივი შენობის ავტოსაშხეფი სისტემის დაყენების ვალდებულება ბინებში 2028 წლის 1 აპრილამდე გადავადდა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, მთავრობის ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას ტექნიკური სტანდარტის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დეველოპერული და სამშენებლო პროფილის მქონე კომპანიებთან კონსულტაციები უძღოდა წინ.

„საგულისხმოა, რომ წამყვანი დეველოპერული და სამშენებლო კომპანიები ერთხმად აღიარებენ, რომ ნორმატიული აქტის არსებული რედაქცია არ ითვალისწინებდა ქვეყანაში არსებულ რეალურ მოცემულობას, მეტიც, მისი დანერგვა უთუოდ გამოიწვევდა გაუთვალისწინებელ „გვერდით მოვლენებს“ და ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ დეველოპერულ საქმიანობაზე, არამედ მნიშვნელოვან დისკომფორტს შეუქმნიდა თავად ბინის მესაკუთრეებს.

2023 წლის 23 მარტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირები, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წარადგინა ზემოხსენებულ წევრ კომპანიებთან შეჯერებული, არგუმენტირებული დასაბუთება.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მადლობას უხდის შესაბამის სამთავრობო უწყებებს, ასოციაციის წევრ კომპანიებსა და პროცესში ჩართულ მხარეებს კონსულტაციებში აქტიური მონაწილეობისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა