ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტს - ბოდიშს გიხდით და ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს იმის გამო, რაც დღეს მოვისმინე და რასაც ვისმენ ბოლო პერიოდში თქვენგან - თუ ვინმე დღეს ნამუსს წმენდს ქვეყანას, თქვენ ხართ და ჩვენი ბიჭები, რომლებიც სისხლს ღვრიან

ბოდიშს გიხდით და ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს იმის გამო, რაც აქ მოვისმინე დღეს და რასაც ვისმენ ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენგან - მადლობა თქვენ, ამ პოზიციისთვის, ასე შეუპოვრად და მტკიცედ რომ წარმოაჩენთ ასეთ საქართველოსაც. დღეს, თუ ვინმე ნამუსს სწმენდს ჩვენ ქვეყანას, ეს თქვენ ხართ და პირველ რიგში, არიან ჩვენი ბიჭები, რომლებიც სისხლს ღვრიან, - ასე მიმართა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.

ალეკო ელისაშვილის შეფასებით, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა სასიამოვნო მოსასმენი იყო.

„მე არ მინდოდა, რომ თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი და ძალიან მწარედ და მძიმედ გაკრიტიკებდით. რატომ? პიროვნულად არაფერს გერჩოდით, ქართულ ემიგრაციას წარმოადგენთ და ერთ-ერთი ხართ იმ გათქვეფილ და გამქრალი ემიგრაციიდან ქართველად რომ გადარჩით, დაგვიბრუნდით და ახლა უკვე პრეზიდენტი ხართ. რისი მეშინოდა, რატომ არ მინდოდა თქვენი პრეზიდენტობა?! მეშინოდა, რომ თქვენ არ იქნებოდით მტკიცე და თანმიმდევრული საქართველოს ეროვნული არჩევანის, ევროატლანტიკური არჩევანი დაცვისას, იმიტომ, რომ ევროპისკენ ჩვენი სწრაფვა არის მართლაც ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და მეშინოდა, რომ თქვენ რაღაც ზიგზაგებით ივლიდით, მაგრამ ახლა, მე ეს სიტყვები უკან მიმაქვს. პირისპირ შეხვედრისას ბოდიშიც მოგიხადეთ, სწორედ იმ სიტყვების გამო და ახლა, ღიადაც ვიტყვი ბოდიშს. ბოდიშის მოხდა არ მესირცხვილება,როდესაც მიმაჩნია,რომ ბოდიში მოსახდელი მაქვს. ბოდიშს გიხდით და სიტყვები მიმაქვს იმის გამო, რაც აქ, მოვისმინე დღეს და რასაც ვისმენ ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენგან, საქართველოში თუ უცხოეთში ნათქვამს. დიახ, მე მიაჩნია, რომ დღეს საქართველოს მთავრობის პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში არის სამარცხვინო, უკიდურესად სამარცხვინო! დიახ, უკრაინაში რომ ჩავედი, დამემოწმება ჩემი მეგობარი ირაკლი ჯუღელი, ვინც ჩემთან ერთად გადაკვეთა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი, პირველი, რაც გვითხრეს იყო ის, რომ თქვენმა პრემიერ-მინისტრმა რეები თქვაო. მე მომიწია თავის მართლება, ჩემი პრემიერ-მინისტრის სიტყვების გამო. მადლობა თქვენ, ამ პოზიციისთვის, რომ ასე შეუპოვრად და მტკიცედ წარმოაჩენთ ასეთ საქართველოსაც და დღეს, თუ ვინმე ნამუსს სწმენდს ჩვენ ქვეყანას, თქვენ ხართ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა არიან ჩვენი ბიჭები, რომლებიც სისხლს ღვრიან, იღუპებიან, იხოცებიან, მაგრამ ფეხს არ უცვლიან იქ ბრძოლას და წარმოაჩენენ ჩვენ ქვეყანას, როგორც უნდა ჩანდეს ჩვენი ქვეყანა და არა, ისე, როგორც ჩვენი მთავრობა წარმოაჩენს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მან ასევე განმარტა, რატომ იყო თავდაპირველად მისთვის მისაღები საქართველოს ხელისუფლების „სიფრთხილე“ უკრაინაში ომთან მიმართებით.

„გულახდილად ვიტყვი ერთს, მართალი რომ ვიყო ჩემ თავთან. თავიდან ჩვენი ხელისუფლების სიფრთხილე მესმოდა და იქ, იყო პროვოკაციული ნაბიჯები, რომლის თავიდან არიდება სწორი იყო. მაგალითად, ჩარტერული რეისის გამოგზავნა, მოხალისეების თბილისიდან ჩარტერული რეისით უკრაინაში წაყვანა, ეს იყო პროვოკაცია. ეს პირდაპირ ნიშნავდა საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, ამას სჯობდა, რომ პირდაპირ საბრძოლო ქვედანაყოფები გაგვეგზავნა. მაშინ სწორი იყო ამ პროვოკაციის თავიდან არიდება და მაშინდელი სიფრთხილე მესმოდა, რადგან არ ვიცოდით რამდენ ხანს გაძლებდნენ უკრაინელები და იქ მოვლენები როგორ წარიმართებოდა, მაგრამ ახლა ვხედავთ, როგორ ლომებივით იბრძვიან წელიწადზე მეტია უკრაინელები, ვხედავთ რომ ევროპა და ცივილური სამყარო მარტო შეშფოთება-აღშფოთებით არ იფარგლება. ყველაზე თანამედროვე ტექნიკას და შეიარაღებას აწვდის. ასე რომ, ახლა, ზუსტად არ მესმის და არ მგონია, რომ დღევანდელი მთავრობის პოზიცია იყოს სიფრთხილე. ეს აღარ არის სიფრთხილე“.- განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება 2024 წელს აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

„ქართული ოცნება“ დღეს არის აბსოლუტურად გამოფიტული, უიდეო, უშინაარსო ძალა. არადა, დიდი იდეა იყო მასში ჩადებული და მაშინ ბიძინა ივანიშვილი ევროპის გაოცებას გვპირდებოდა, იმას, რომ ყველაფერს ჯიბეზე ვიგრძნობდით, სამართლიანობას აღვადგენდით და ეს სიტყვები სიტყვებად დარჩა. დღეს, „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების ინერციაზე გადასული ძალაა, რომელიც მომდევნო არჩევნებზე აუცილებლად აქეთ [ოპოზიციის ტრიბუნებთან მსხდომი] უნდა ვიხილოთ“, - განაცხადა ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქეთ მხარეს ყოფნა [ხელისუფლების ტრიბუნებთან მსხდომი] არ შეიძლება, რადგანაც რევანშით არიან შეპყრობილები.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა