იგორ ნარმანია - 9 აპრილს უნდა დაიწყოს დერუსეთიზაციის და დეოლიგარქიზაციის პროცესი

9 აპრილს, 17:00 საათზე უნდა დაიწყოს დერუსეთიზაციის და დეოლიგარქიზაციის პროცესი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა, იგორ ნარმანიამ განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარტია მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს და დღეს, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ნადირაძე, ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, საინფორმაციო ფლაერები დაარიგა და მოსახლეობა 9 აპრილს, 17:00 საათზე, აქციაზე მიიწვია.

მათი თქმით, 9 აპრილს დერუსეთიზაციის და დეოლიგარქიზაციის პროცესი უნდა დაიწყოს, რადგან საზოგადოებამ „ქართული ოცნების“ რუსული ხელისუფლება სრულად ამხილა.

„9 აპრილს, 17:00 საათზე უნდა დაიწყოს დერუსეთიზაციის და დეოლიგარქიზაციის პროცესი, რადგან საზოგადოებამ სრულად ამხილა და სრულად ლუსტრირებულია „ქართული ოცნების“ რუსული ხელისუფლება. საზოგადოება თანხმდება, რომ ამ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ევროპული მომავალი. ჩვენ ამისთვის გავერთიანდებით და ყველას გელოდებით 9 აპრილს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

როგორც ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, მიუხედავად „რუსული კანონის“ გაწვევისა, რუსული მთავრობა მაინც რჩება ხელისუფლებაში.

„ვემზადებით 9 აპრილის აქციისთვის, ვარიგებთ ბუკლეტებს, ვხვდებით ადამიანებს, განწყობა არის ძალიან კარგი, ყველა იცის, რომ “რუსული კანონი“ კი გააწვევინეს, მაგრამ რუსული მთავრობა არსად არ წასულა, ამიტომ ყველანი უნდა ვიყოთ ფხიზლად. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რადგან საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის ოჯახის წევრი და, რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციების განუყოფელი ნაწილია პოლიტპატიმრები - მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია იყვნენ თავისუფლები და ეს ასე იქნება“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ირაკლი ნადირაძესთან და იგორ ნარმანიასთან ერთად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, გიორგი კუპატაძე იმყოფებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ქართველი ხალხის ერთად, მტკიცედ დგომა მნიშვნელოვანია.

„ადამიანები დაიღალნენ უსამართლობით ამ ქვეყანაში და ეს ყველაფერი უნდა გადავტეხოთ და ამისთვის ერთად უნდა ვიდგეთ. ხალხს კარგად აქვს გააზრებული როგორი მნიშვნელოვანია ერთად დგომა და როგორი მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვისთვის ვიყოთ ერთად, ვიყოთ მტკიცედ და ეს ხელისუფლება დავასრულოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ეშველოთ და ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს ევროპული განვითარების შესაძლებლობა და არ აღმოვჩნდეთ რუსულ ჭაობში“, - განაცხადა გიორგი კუპატაძემ.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
უნიკალური შესაძლებლობა ევროპაში მცხოვრები ქართველებისთვის
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება