პროკურორის განცხადებით, გამოკითხულმა პირმა დაადასტურა, რომ 2020 წლის 6 ოქტომბერს ბადრი ესებუამ „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტისთვის განკუთვნილი 20 ცალი ვაზნა შეიძინა

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის პროკურორის, მირანდა წერეთლის განცხადებით, დღეს სასამართლო პროცესზე გამოკითხულმა ერთ-ერთმა პირმა დაადასტურა, რომ 2020 წლის 6 ოქტომბერს ბადრი ესებუამ მაღაზიაში, რომელიც საბრძოლო მასალისა და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის რეალიზაციას ეწევა, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტისთვის განკუთვნილი 20 ცალი ვაზნა შეიძინა. მისივე თქმით, ერთ-ერთმა მოწმემ ბადრი ესებუა ხმით ამოიცნო.

,,გამოვკითხეთ პირი, რომელმაც დაადასტურა, რომ 2020 წლის 6 ოქტომბერს ბადრი ესებუამ მაღაზიაში, რომელიც ეწევა საბრძოლო მასალისა და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის რეალიზაციას, შეიძინა "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტისთვის განკუთვნილი 20 ცალი ვაზნა. ჩვენ ასევე, წარმოვადგინეთ ერთ-ერთი უტყუარი მტკიცებულება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ეს გახლავთ ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც შემდგომ სხდომებზე გამოვიკვლევთ, მოვიწვევთ ექსპერტს, რომელიც მიაწვდის სასამართლოს დეტალურ ინფორმაციას ჩატარებული კვლევების შესახებ.

ბრალდების მხარემ დღეს გამოიკვლია მტკიცებულებები, გამოიკითხა მოწმეები, მათ შორის იყო ერთ-ერთი მძევალი, რომლებმაც მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ მიაწოდეს სასამართლოს ინფორმაცია. მათ შორის იყო მოწმე, რომელმაც განაცხადა, რომ ხმით ამოიცნო ბრალდებული. კერძოდ, განმარტა, რომ ტელევიზიაში გასული სიუჟეტებიდან მისთვის ნათელი გახდა, რომ პირი, რომელიც ბანკში იყო შეჭრილი და ითხოვდა 500 ათას აშშ დოლარს, ეს იყო მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები ბადრი ესებუა, რის შესახებაც მან აცნობა გამოძიებას და ეს დაადასტურა დღეს. ეს მოწმე არის მოქმედი პოლიციის თანამშრომელი და მას პოლიციაში მუშაობის დიდი ხნის სტაჟი აქვს“, - განაცხადა მირანდა წერეთელმა.

,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას მომდევნო სასამართლო პროცესი 6 აპრილს გაიმართება.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა