ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მკურნალობა რადიოაქტიური იოდით (I-131)

იოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მნიშვნელოვან შემადგენელს წარმოადგენს. აღნიშნული ჰორმონები სხეულს ეხმარება წონის, სხეულის ტემპერატურისა და ენერგიის რეგულირებაში. ფარისებრი ჯირკვალი იოდს ფარისებრი ჯირკვლის ძირითადი ჰორმონების წარმოსაქმნელად იყენებს, მიიღებს რა მას გარკვეული საკვებიდან. რადიოაქტიური იოდი (I-131) იოდის იზოტოპია, რომელიც რადიაციას ასხივებს და სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება. იოდის მსგავსად, მცირე დოზის პერ ორალურად მიღებისას, I-131-ი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ შეიწოვება, მთელს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის საშუალებით ცირკულირებს და ძირითადად ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების მიერ აითვისება. იოდისგან განსხვავებით, რადიოაქტიური იოდი რადიაციას გამოყოფს და დროთა განმავლობაში ახლოს მდებარე კიბოს უჯრედებს ანადგურებს. შესაბამისად, რადიოაქტიური იოდის გამოყენება შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობისა (ჰიპერთირეოზი) და ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი ტიპის კიბოს სამკურნალოდ.

ტერმინი „რადიოაქტიური“ შესაძლოა ერთგვარად შიშის მომგვრელი იყოს, თუმცა ზემოაღნიშნული უსაფრთხო და სანდო მეთოდია, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებს მიემართება და პაციენტებში უმეტესწილად კარგი მიმღებლობით ხასიათდება. Acıbadem Healthcare Group-ის ბირთვული მედიცინის სპეციალისტის, პროფესორ ერკან ვარდარელის ⁹888 ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მიმდინარეობებისას რადიოაქტიური იოდით მკურნალობა მიემართება სიმსივნური ქსოვილის ქირურგიული ამოკვეთის შემდგომ შესაძლო დარჩენილ კიბოს უჯრედებს. აღსანიშნავია, რომ მკურნალობის ამ მეთოდით ნადგურდება, არამხოლოდ ის სიმსივნური უჯრედები, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილშია დარჩენილი, არამედ ასევე ის სიმსივნური უჯრედებიც, რომლებიც სხეულის სხვა ორგანოებზეა გავრცელებული. უახლესი პრაქტიკის მიხედვით, პაციენტის ანამნეზის, დაავადების სიმწვავის და დაავადებასთან დაკავშირებული სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მკურნალობის მსგავსი მეთოდის გამოყენება შესაძლებელია შედარებით ნაკლები დოზირებითაც.

მკურნალობამდე გასათვალისწინებელი საკითხები

რამდენადაც მკურნალობის დაწყებამდე TSH ჰორმონის დონე ორგანიზმში საკმარისად მაღალი უნდა იყოს, პაციენტებს რეკომენდაცია ეძლევათ მიიღონ საკვები იოდის ნაკლები შემცველობით. გარდა ამისა, რადიაციული იოდით (I-131) მკურნალობის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე უნდა შეწყვიტონ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის მედიკამენტური მიღება. შესაძლოა დაინიშნოს ასევე ადამიანის რეკომბინანტული TSH-ის ინექცია 1-ჯერ დღეში 2 დღის განმავლობაში.

ჩვენი ექიმების გუნდი განუმარტავს პაციენტებს თუ რა მოეთხოვებათ მათ და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ. პაციენტებს ასევე ეცნობებათ, როდის უნდა განაახლონ ან შეწყვიტონ ჰორმონის ტაბლეტის ფორმით მიღება.

ჰიპერთირეოზის მკურნალობა რადიოაქტიური იოდით

ჰიპერთირეოზის მკურნალობა, შედარებით მცირე დოზირების გამო, როგორც წესი ამბულატორიულად მიმდინარეობს. პროფესორი ვარდარელი ამბობს: „ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტებს ენიშნებათ რადიოაქტიური იოდით მკურნალობა, რაც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ვინაიდან, სიმსივნის მქონე პაციენტებთან შედარებით, აღნიშნული მკურნალობისას რადიოაქტიური იოდის შედარებით მცირე დოზირება გამოიყენება, პაციენტებს არ მოეთხოვებათ საავადმყოფოში იზოლაცია. პაციენტები კლინიკაში დილით უზმოდ მოდიან, რადიოაქტიურ იოდს კაფსულის ან სითხის სახით მიიღებენ და ისინი უსაფრთხოდ ბრუნდებიან სახლში.“ თუმცა გასათვალისწინებელია, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტი უნდა მოერიდოს ხანგრძლივ ახლო კონტაქტს სხვა პირებთან, განსაკუთრებით კი ორსულ ქალებთან და მცირეწლოვან ბავშვებთან.

რადიაქტიურობა ფარისებრ ჯირკვალში გარკვეული პერიოდი დარჩება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში რამდენიმე დღეში გაივლის. ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობის ამ მეთოდით შედეგის მისაღებად როგორც წესი ერთიდან სამ თვემდეა საჭირო. მაქსიმალური ეფექტი კი მიიღწევა მკურნალობიდან სამი - ექვსი თვის შემდეგ.

რადიოაქტიური იოდით მკურნალობის გვერდითი მოვლენები

რადიოაქტიური იოდით მკურნალობის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი), რომელიც ადვილი გამოსავლენია და ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისას მკურნალობას ექვემდებარება. გარდა ამისა, განსაკუთრებით მწეველების შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს ჰიპოთირეოზით გამოწვეული თვალის დაავადება, რომელიც შესაძლოა ზოგჯერ გამწვავდეს, გრეივსის დაავადების მიმდინარეობის შემთხვევაში, რადიოაქტიური იოდით მკურნალობის ფონზე.

რადიოაქტიური იოდით მკურნალობის სხვა გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება მეტალის გემოს შეგრძნება პირის ღრუში (შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე კვირა), გულის რევის შეგრძნება (როგორც წესი მცირდება მკურნალობიდან 1-2 დღის შემდეგ), სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება (შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე კვირის მანძილზე).

რადიოაქტიური იოდით ჰიპერთირეოზის ან გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობას არ ახასიათებს თმის ცვენა.

პროფესორ ერკან ვარდარელის თქმით, ყველა მკურნალობას თან ახლავს გვერდითი მოვლენები და რისკები. იმ შემთხვევაში კი თუ ამ დაავადების მკურნალობისას რადიოაქტიურ იოდით მკურნალობის მეთოდს არ გამოვიყენებთ, დაავადებას სრულფასოვნად ნამკურნალევად ვერ მივიჩნევთ. სწორედ ამიტომაც, პაციენტს დეტალურად ვუხსნით მკურნალობის გვერდით მოვლენებს. მას შემდეგ რაც პაციენტი გაერკვევა მკურნალობის გვერდით მოვლენებში, მისი თანხმობის შემდეგ მკურნალობა დაიწყება. აღნიშნული მკურნალობით მიღებული სარგებელი გაცილებით აჭარბებს შესაძლო გვერდით მოვლენებთან დაკავშირებულ ზიანს. არ უნდა შეგაშინოთ ამგვარი მკურნალობის პროცესში არსებულმა რადიოაქტიურმა გამოსხივებამ, ვინაიდან გამოყენებული დოზის სიმცირიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ განისაზღვრება მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, მკურნალობას არ გააჩნია იმგვარი გვერდითი მოვლენა რომელიც პაციენტს დროთა განმავლობაში ზიანს მოუტანს.

ვისთვის არ არის დაშვებული რადიოაქტიური იოდით მკურნალობა

რადიოაქტიური იოდით მკურნალობა დაშვებული არ არის:

  • ორსული ქალებისათვის ან იმ ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას უახლოესი 6 თვის მანძილზე (რადიოაქტიური იოდი აღწევს პლაცენტაში და შესაძლოა გავლენა მოახდინოს ნაყოფის ფარისებრი ჯირკვლის განვითარებაზე),
  • ლაქტაციის პროცესში მყოფი ქალებისათვის (რადიოაქტიური იოდი რძის მეშვეობით გადაეცემა ბავშვის ფარისებრ ჯირკვალს),
  • პირს რომელსაც რეგულარულად აწუხებს ღებინება ან ინკონტინენცია,
  • პირებს ფარისებრი ჯირკვლის კარცინომის მიმდინარეობით, იოდის ათვისების გარეშე,
  • პირებს, რომელთაც აღენიშნებათ ფარისებრი ჯირკვლის მომატებულ აქტივობასთან დაკავშირებული თვალის დაავადება, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ პაციენტი მკურნალობასთან ერთად სტეროიდებს არ მიიღებს, შესაძლოა თვალის დაავადება გართულდეს.

რადიოაქტიური იოდით მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში

რადიოაქტიური იოდით მკურნალობა გულისხმობს ბირთვული ნივთიერების გამოყენებას, რომელიც დამტკიცებულია აშშ-ის საკვებისა და წამლის სააგენტოს მიერ და გამიზნულია ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობისა და ფარისებრი ჯირკვლის კარცინომის სამკურნალოდ. აღნიშნული ნივთიერების ადმინისტრირება ხორციელდება პროფესიონალთა გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ. Acıbadem Healthcare Group-ში, საჭიროების შემთხვევაში პაციენტები გაეცნობიან ინფორმაციას მკურნალობამდე გასათვალისწინებელ ასპექტებთან დაკავშირებით, ხოლო ყველა პაციენტი მიიღებს რეკომენდაციას მკურნალობის დაწყებამდე იოდის მიღების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ჩვენი ყველა პაციენტი მიიღებს ზუსტ ინსტრუქციას რადიაციის ტოქსიკურობასთან დაკავშირებით, ასევე ახლობლებთან, ორსულ ქალებთან და ბავშვებთან კონტაქტის შეზღუდვების თაობაზე. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი პაციენტებს მიაწვდის ინფორმაციას მკურნალობის გვერდით მოვლენებზე და ადრეულ ან მოგვიანებით ეტაპზე შესაძლო გართულებებსა და მათ სიმწვავესთან დაკავშირებით.

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500

ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000

ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა N60, ტელ: 0431 258500

გამოგვყევით სოციალურ ქსელში, მიიღეთ ყველაზე მნიშვნელოვანი განახლებები სამედიცინო სფეროში და უფასო, ალტერნატიული, მსოფლიოში წამყვანი მედიკოსების მოსაზრება.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

(R)

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის