ილია ვერძაძე - ახალი პროექტი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერებას ისახავს მიზნად

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები, მარინე გვიანიძე, ცოტნე ანანიძე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს უფროს მრჩეველს კეიკო ოზაკსა და ამავე სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, შეხვედრაზე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერების ახალ პროექტზე იმსჯელეს, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ.

უწყების ცნობით, საპილოტე პროექტი, რომელიც ორსულთა და 5- წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგიის, ასევე ორსულებისთვის და ახალბედა მშობლებისთვის სპეციალური სახელმძღვანელოს მომზადებას ითვალისწინებს, აჭარაში დაიწყება და სამი წლის განმავლობაში სრულიად საქართველოს მოიცავს.

მედიცინის დოქტორის, პროფესორ ნინო ქაჯაიას განმარტებით, პროექტის მიზანი დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაძლიერება და მშობელთა ცნობიერების ამაღლებაა. უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი ვერა ბაზიარი, აჭარის საზოგადოებივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი ესწრებოდნენ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა