ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

31 მარტს, ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მემორიალურ სახლში პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოების, დოკუმენტების გამოფენა მოეწყო და დოკუმენტური ფილმის - „ზვიად გამსახურდია ხობში“ ჩვენება შედგა.

„ძველი ხიბულის მართალი ლაზარეს აღდგინების ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საზოგადოების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაცია, ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის და საბავშვო ბაღის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.

აღნიშნული პროექტების განხორციელებას ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას 2019 წლის 29 მარტს, ძველ ხიბულაში სტუმრობისას დაჰპირდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის