მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის სცენაზე, მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალის სტუდიის და სოლისტი, ქრისტი ჯავახიძის ერთობლივი კონცერტი - სახელწოდებით ,,ქრისტი და მეგობრები", გაიმართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ცნობით, ღონისძიების ავტორი სტუდიის ხელმძღვანელი, მაია ჯამალაშვილია.
„მონაწილეებს შორის კულტურის ცენტრის სოლისტი, შაბან მამედოვი იყო. აგრეთვე, ადგილობრივი ნიჭიერი შემსრულებლები, სალომე ბარბაქაძე და ლუკა ქიმაძე.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი, ნინო დეკანოიძე, ცნობილი კომპოზიტორები და შემსრულებლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.