გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. გორის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეაბილიტაცია უტარდება 829 მეტრი სიგრძის შიდა საუბნო გზას.
„პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი. მოეწყო საყრდენი კედელი და მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა. მოეწყობა მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.
უკვე დასრულდა 1 100 მეტრზე ბეტონის გზის მოეწყობა (სასაფლაოსთან მისასვლელი გზა). გზის სავალ ნაწილზე მოეწყო ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, მიერთებები.
გასულ წელს ასფალტის საფარი დაიგო 658 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთზე. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები, ტროტუარები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.