ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის დელეგაცია ეწვია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) დელეგაცია ეწვია.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ინსტიტუტის პრეზიდენტი, პროფესორი ფრანც შაუსბერგერი, ინსტიტუტის პოლიტიკის საკითხში მრჩეველი სტეფან ჰაბოკი, ინსტიტუტის გენერალური მდივანი, დოქტორი იოაჰიმ ფრიცი და ინსტიტუტის მმართველი გუნდის წევრი, დოქტორი ჰელმუთ ჰალშლეჰნერი ბსუ-ს რექტორს, მერაბ ხალვაშს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს შეხვდენენ და ინსტიტუტი წარუდგინეს.

„ვიზიტის ფარგლებში ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) პრეზიდენტმა, პროფესორმა ფრანც შაუსბერგერმა ლექცია წაიკითხა ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის თემაზე და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაფასა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მომხსენებლმა აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.

ევროპის რეგიონთა ინსტიტუტი (IRE) არის ეკონომიკური და სამეცნიერო ორგანმიზაცია, რომელიც 2004 წელს ავსტრიაში, ქალაქ ზალცბურგში დაარსდა და აერთიანებს ევროპის 23 სახელმწიფოს 130-ზე მეტ რეგიონს, ქალაქსა თუ დაწესებულებას. ორგანიზაციაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 2012 წელს გაწევრიანდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი