მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენებს მშვილდოსნობაში, სალომე ხარშილაძეს და თამთა ნავერიანს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მშვილდების კომპლექტები საჩუქრად გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად მუშაობს სპორტის განვითარების მიმართულებით, ხდება სპორტული ინვენტარის შეძენა/განახლება, ასევე სპორტული მოედნების და სპორტული კომპლექსების მშენებლობა/რეაბილიტაცია, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ სალომე და თამთა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენები და საქართველოს და საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონები არიან, რომლებიც საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნულ ნაკრებში ირიცხებიან.