ზუგდიდში უმაღლესი სასწავლებლის ყოფილ შენობაში შესახლებული დევნილები აქციას მართავენ

ზუგდიდში, უმაღლესი სასწავლებლის ყოფილ შენობაში შესახლებული დევნილები უკვე მესამე დღეა ნორმალური საცხოვრებელი პირობების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, პროტესტის გაღვივების მიზეზი ელექტროენერგიის გათიშვა გახდა.

მათივე თქმით, დავალიანება 1000 ლარს შეადგენს, რისი გადახდის შესაძლებლობაც დევნილებს არ აქვთ, ხოლო ინდივიდუალური გამრიცხველიანება შენობაში არ არსებობს.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები ამის საშუალებას არ აძლევენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, აღნიშნული პრობლემის და საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, აფხაზეთის მთავრობას, დევნილთა სააგენტო, თუმცა უშედეგოდ.

დევნილებს ელექტროენერგიის მიწოდება ამ დროისთვის უკვე აღუდგათ, თუმცა შიშობენ, რომ კვლავ გამოურთავენ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს