დავით ჭიჭინაძე და ნუგზარ შავთვალაძე ინიციატივით გამოდიან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ 9 აპრილი დაწესდეს

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე და უზენაესი საბჭოს წევრი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ნუგზარ შავთვალაძე ინიციატივით გამოდიან, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისის ნაცვლად, 9 აპრილი დაწესდეს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იმისთვის, რომ 9 აპრილს დამოუკიდებლობის დღის სტატუსი დაუბრუნდეს, პეტიციის შედგენასა და ხელმოწერების შეგროვებას გეგმავენ.

„9 აპრილი უნდა გამოცხადდეს დღევანდელი ქართული სახელმწიფოს დაბადების თარიღად. 26 მაისი კი, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღედ. რადგან ზვიად გამსახურდიას ღვაწლის უგულვებელყოფაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 9 აპრილს რომ არ აღვნიშნავთ.

ხოლო ის, რაც ბოლო 32 წლია ხდება, ანუ არასწორედ აღინიშნება ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, ეს არის გამსახურდიას შეემდეგ, ყველა ხელისუფლების მიერ ჩადენილი მორიგი დანაშაული საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინაშე.

იმიტომაც არის, რომ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია ასე ტრაგიკულად ვითარდება...

გამოვდივართ ინიციატივით, შედგეს პეტიცია და დაიწყოს ხელმოწერების შეგროვება, იმისთვის, რომ 9 აპრილს დაუბრუნდეს დამოუკიდებლობის დღის სტატუსი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო