რუსული ოცნება აჩვენებს კრემლს, რომ ყველას დასჯის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ვინც კრემლის, პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგია საქართველოში,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ხაბეიშვილი ეხმაურება ლაზარე გრიგორიადისისთვის, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას.
მისი თქმით, ლაზარე გრიგორიადისი „იცავდა საქართველოს კონსტიტუციას“.
“დასასჯელია ყველა, ვინც კონსტიტუცია, ქართველი ხალხის ნება ფეხქვეშ გათელა და რუსულ კანონს ხელი მოაწერა. სამშობლოს გამყიდველი და კრიმინალია ბიძინა ივანიშვილი - რუსული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები.
რუსული ოცნება ცდილობს, 9 აპრილის აქციის წინ, დაგვაშინოს და ძალის დემონსტრირებას ახდენს. რუსული ოცნება აჩვენებს კრემლს, რომ ყველას დასჯის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ვინც კრემლის, პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგია საქართველოში.
არ გვაქვს არანაირი უფლება დაყოფის, გათითოკაცებისა და დაქსაქსვის!!! ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია - 9 აპრილს 17:00 საათზე შევიკრიბოთ ყველა. დავიცვათ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და არ დავუშვათ ლაზარესა და ახალგაზრდების რეპრესიები”, - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"