„არა რუსულ ოცნებას”, „ერთად ევროპისკენ”, - ამ მოწოდებებით დღეს აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას გამართავენ.
როგორც ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, აქციის მიზანია, რომ 12 პუნქტიანი გეგმა დაუყოვნებლივ შესრულდეს, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
ასევე მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას თავისუფლებას.
„დღეს, 14.00-საათზე ბათუმში მთავრობის სახლთან გვექნება ბათუმის შემაჯამებელი აქცია, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ “არა რუსულ ოცნებას!“ ვემზადებით 9 აპრილის აქციისთვის „ერთად ევროპისკენ!“ ხალხმა, რუსულ ოცნებას „რუსული კანონი“ კი გააწვევინა, მაგრამ რუსული მთავრობა არსად წასულა, ამიტომ ყველანი უნდა ვიყოთ ფხიზლად. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რადგან საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის ოჯახის წევრი და, რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციების განუყოფელი ნაწილია პოლიტპატიმრები - მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია იყვნენ თავისუფლები და ეს ასე იქნება”, - განაცხადა რეზო ხარაზმა.