„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" პროგრამის ფარგლებში 1000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს

ავარიული სახლების ადგილზე ახალი, მრავალბინიანი სახლების მშენებლობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ არსებული ავარიული შენობების თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლებას გულისხმობს. მოსახლეობას ბინები კი, სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა. პროგრამას აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ახორციელებს.

„მრავალბინიანი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს კვინიტაძის #1, #3, #11-ში. გრიშაშვილის #9-ში. ასევე, ხინიკაძის #7-ში.

მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო ე.წ ,,შანხაის" დასახლებაში, 26 მაისის, ხიმშიაშვილისა და კახაბერის ქუჩებზე.

ასევე, ავარიული კორპუსების გამაგრებითი სამუშაოები უკვე დასრულდა 6 მისამართზე.

პროგრამის ითვალისწინებს 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ახალი, თანამედროვე საცხოვრისებით ჩანაცვლებას და 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ბათუმში გასულ წელს ამოქმედდა, რომლისთვისაც, ოთხი წლის განმავლობაში დაიხარჯება 100 მილიონი ლარი. პროგრამის ფარგლები ეტაპობრივად საჭიროების მქონე ყველა პირი იქნება უზრუნველყოფილი ახალი უსაფრთხო საცხოვრებლით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა