გორში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ორგანიზებით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე წიგნის - „ჩემი და ლუკას ამბავი“ - ს პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას წიგნის ავტორი და აუტიზმის კვლევისა და განვითარების ფონდის თანადამფუძნებელი თათია მელაშვილი უძღვებოდა.

„აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებსა და შეხვედრის სხვა მონაწილეებს წიგნები საჩუქრად გადაეცათთ. აღნიშნული ლიტერატურა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სპეციალურად მათთვის შეიძინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების სპეც. პედაგოგები, ინდივიდუალურ ასისტენტები, ფსიქოლოგები, აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრების წარმომადგენლები, აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები.

შეხვედრის ბოლოს, გორში მოქმედ სარეაბილიტაციო ცენტრებს ადრეული ინტერვენციის პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობის სერტიფიკატებიც გადაეცათ.

აუტიზმის მქონე ბავშვებს (0-დან 18 წლამდე აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1; F84.9;) ბავშვების სამედიცინო დახმარება) გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში უფინანსდებათ სამედიცინო - სარეაბილიტაციო კურსები 2000 ლარის ოდენობით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს