ქუთაისში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართა

ქუთაისში, 9 აპრილის აქციის კამპანიის ფარგლებში აქცია გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, დავით კირკიტაძე და თემურ ცამციშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დავით კირკიტაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მიუხედავად 7-8 მარტს ხელისუფლების უკან დახევისა, ისინი მაინც აგრძელებენ თავიანთ მავნე ზრახვებს და ამიტომ, 9 აპრილს, რუსთაველზე საქართველოს მოქალაქეების აქტივობა გადამწყვეტი იქნება.

მან ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველომ სააბოლოოდ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა.

„მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს, რომ მნიშვნელოვანია 9 აპრილს, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თარიღს, საქართველოს დედაქალაქში შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი, რადგან მიუხედავად უკან დახევისა და ჩვენი გამარჯვებისა 7-8 მარტს, ხელისუფლებას თავის ზრახვებზე ხელი არ აუღია, ამიტომ, 9 აპრილს ჩვენი აქტივობა იქნება გადამწყვეტი. 9 აპრილს ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება ჩვენი სიმრავლით, რომ ხელი აიღონ მავნე ზრახვებზე, ხელი აიღონ ახალგაზრდების დაკავებაზე, რუსული ნარატივის გავრცელებაზე, ხელი აიღონ იმ მავნე მოქმედებებზე, რომლებსაც ისინი შეგნებულად აკეთებენ, რათა ჩვენმა ქვეყანამ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა. ქუთაისიდან, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზი და ევროპული ქალაქიდან, ქალაქიდან, სადაც საქართველოს გაერთიანება არაერთხელ დაწყებულა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

პარტიის ცნობით, აქციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თემურ ცამციშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ ისტორიის საკითხი, არამედ ცოცხალი მემკვიდრეობა, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ.

„ზუსტად 32 წლის წინ,საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ კითხვაზე: თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ერთხმად უპასუხა დიახ, 32 წლის შემდეგ ჩვენ გვიწევს დავიცვათ ჩვენი და ჩვენი წინაპრების არჩევანი. როგორც მერაბ კოსტავამ თქვა"მოესწრებით იმ დროს როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ თუ მაშინაც,დამოუკიდებელ ქვეყანაში,თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას,ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც" ჩვენი დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ ისტორიის საკითხი, არამედ ცოცხალი მემკვიდრეობა, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ. ჩვენ ქართველ ხალხს არ გვინდა რუსულ ორბიტაზე ყოფნა,არ გვინდა რუსული მთავრობა,ამიტომ ყველამ 9 აპრილს 5 საათზე ყველამ ერთხანად გავაგონოთ დასავლეთს ხმა, რომ ჩვენი ადგილი ევროპაშია და რომ დავიცავთ ჩვენს ისტორიულ არჩევანს და თავისუფლებას“, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის