აჭარის მთავრობა მეწყერის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად  10 მილიონ ლარს გამოყოფს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მეწყრული პროცესების შედეგად მიყენებული ზიანის, მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

აჭარის მთავრობის ცნობით, თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით აჭარის მთავრობა 10 მილიონ ლარს გამოყოფს მეწყრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

„დაზარალებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ეკომიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამაში.

მუნიციპალიტეტის მერებმა წარადგინეს დეტალური მონაცემები დაზარალებული ოჯახების და ინფრასტრუქტურის შესახებ. აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება და გზების აღდგენა.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა დონზე, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, ასევე ცენტრალურმა უწყებებმა, ჯანდაცვის და სოციალურმა სამინისტრომ მოახდინოს რეაგირება, რათა არცერთი მოქალაქე არ დარჩეს ყურადღების გარეშე.

დღევანდელ სამუშაო თათბირს აჭარის ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის და აპარატის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

აჭარის მთავრობა მეწყერის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად  10 მილიონ ლარს გამოყოფს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მეწყრული პროცესების შედეგად მიყენებული ზიანის, მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

აჭარის მთავრობის ცნობით, თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით აჭარის მთავრობა 10 მილიონ ლარს გამოყოფს მეწყრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

„დაზარალებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ეკომიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამაში.

მუნიციპალიტეტის მერებმა წარადგინეს დეტალური მონაცემები დაზარალებული ოჯახების და ინფრასტრუქტურის შესახებ. აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება და გზების აღდგენა.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა დონზე, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, ასევე ცენტრალურმა უწყებებმა, ჯანდაცვის და სოციალურმა სამინისტრომ მოახდინოს რეაგირება, რათა არცერთი მოქალაქე არ დარჩეს ყურადღების გარეშე.

დღევანდელ სამუშაო თათბირს აჭარის ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის და აპარატის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო