წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში კაცმა ყოფილ ცოლს 20-მდე ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
დაჭრილი ქალი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.