სახალხო დამცველი - გუშინ იყო კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან შესული, გამიჭირდება ვისაუბრო რამდენ დღეში მოამზადებენ დასკვნას, მაგრამ როგორც კი ეს დასკვნა მომზადდება, ყველასთვის საჯარო იქნება

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის მოამზადებენ ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას.

როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როცა დასკვნა მომზადდება, ის საჯარო იქნება.

„როგორც იცით, გუშინ კონსილიუმი იყო შესული, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. გამიჭირდება ვისაუბრო რამდენ დღეში მოამზადებენ ისინი დასკვნას, მაგრამ როგორც კი ეს დასკვნა მომზადდება, ყველასთვის საჯარო იქნება. ჩვენ კონსილიუმს ვადას ვერ დავუდგენთ, მათ გარკვეული პერიოდი სჭირდებათ“, - განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ლევან იოსელიანის თქმით, ამ საკითხზე კონსილიუმი ისაუბრებს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მე ვერაფერს ვისაუბრებ, მას თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვესაუბრე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრებს კონსილიუმი, რომელმაც გუშინ მოინახულა",-განაცხადა იოსელიანმა.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა