„დღეს, განსაკუთრებით ახალ თაობას მხოლოდ ე.წ დასაქმება აღარ აინტერესებს, მათთვის მნიშვნელოვანია ორგანიზაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, როგორია კომპანიაში ღირებულებები, განვითარების შესაძლებლობა. ეს თაობა ირჩევს სიჩქარეს, სისწრაფეს. მათ უნდათ ყველაფერი აქ, და ახლა, შესაბამისად, ჩვენ დამსაქმებლებმა ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ და დავანახოთ, თუ რა შესაძლებლობები ექნებათ ჩვენს ორგანიზაციაში დასაქმებისთვის“, - ამის შესახებ ლიბერთის HR და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
უფრო კონკრეტულად, თუ რას სთავაზობს ლიბერთი კომპანიაში დასაქმების მსურველებს, ნინო ჩიხლაძემ „რადიო პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
როგორია ლიბერთი ბანკის პოლიტიკა დასაქმების კუთხით?
დასაქმების ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია. ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია ბაზარზე, ამიტომ, საკმაოდ აქტიურები ვართ და ვცდილობთ, საინტერესო სამუშაო შევთავაზოთ ჩვენთან მომავალში დასაქმებულებს.
დღეს, განსაკუთრებით, ახალ თაობას მხოლოდ ე.წ დასაქმება აღარ აინტერესებს. მათთვის მნიშვნელოვანია ორგანიზაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, როგორია კომპანიაში ღირებულებები, განვითარების შესაძლებლობა. ეს თაობა ირჩევს სიჩქარეს, სისწრაფეს. მათ უნდათ ყველაფერი აქ, და ახლა, შესაბამისად, ჩვენ დამსაქმებლებმა ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ და დავანახოთ კონკრეტულად, თუ რა შესაძლებლობები ექნებათ ჩვენს ორგანიზაციაში დასაქმებისთვის.
როგორია ლიბერთი ბანკის ურთიერთობა სტუდენტებთან, რას სთავაზობს მათ და რამდენად მჭიდროა ეს კავშირი?
ალბათ, ყველას გვაქვს მწარე გამოცდილება პირველი დასაქმების და ზუსტად ეს იყო ამოსავალი წერილი ლიბერთისთვის. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად დავისახეთ ახალგაზრდების პირველი დამსაქმებლის იმიჯის მოპოვება. ამისთვის საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩავატარეთ და 2018 წლიდან ჩვენ უკვე გავხდით 20-ზე მეტი უნივერსიტეტისა და სასწავლო დაწესებულების პარტნიორი დასაქმების მიმართულებით.
როდესაც ვამბობთ დასაქმება, მე ვფიქრობ, აქ არ უნდა შევიზღუდოთ, ლიბერთი არა მარტო დასაქმებაზე ზრუნავს. ჩვენ ვახორციელებთ შეხვედრებს სტუდენტებთან, ვაკეთებთ ფორუმებს, სადაც ვაცნობთ საბანკო სისტემას. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, უნივერსიტეტში ნაკლებად გაქვს შეხება ამასთან და რაც უფრო მეტი ინფორმაციაა დასაქმების სპეციფიკის შესახებ, მით უფრო საინტერესო შეიძლება გახდეს, დამსაქმებელი.
აქვე, რადგან დასაქმება ვახსენეთ, აუცილებლად მინდა აღვნიშნო ჩვენი ძალიან საინტერესო სტაჟირების პროგრამების შესახებ, ლიბერთი პარტნიორ უნივერსიტეტებთან უკვე მრავალი წელია ახორციელებს სტაჟირების პროგრამას. ჩვენ სპეციალურად ამისთვის ლიბერთის თანამშრომლებში გადავამზადეთ 55 მენტორი. ავაწყეთ მენტორის ინსტიტუტი, რისთვისაც ცალკე პროგრამა იყო შემუშავებული, რომელიც უზრუნველყოფს არამარტო პროფესიული ზრდის გაადვილებას ახალგაზრდა დასაქმებულისთვის, არამედ ეხმარებათ გუნდში ინტეგრაციაში. ასე უფრო მარტივად ეუფლებიან პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს და ითავისებენ ორგანიზაციულ კულტურას.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც მენტორობა დავნერგეთ, როგორც სტაჟირების პროგრამა, ისე დასაქმება გაცილებით უფრო ეფექტიანი და საინტერესო გახდა ჩვენი სტაჟიორებისა და დასაქმებულებისათვის.
გარდა ამისა, ლიბერთიში ჩვენ წინმსწრებით ვსაზღვრავთ ვაკანტურ პოზიციებს, აქედან გამომდინარე ვადგენთ სტაჟირების პროგრამებს და სთაჟიორთა რაოდენობებს . ბოლო 2-წელიწადნახევრის განმავლობაში ლიბერთიში 328 ახალგაზრდამ გაიარა სტაჟირება, საიდანაც 187 დავასაქმეთ, რაც ჩემი აზრით, ძალიან კარგი შედეგია.
საბანკო სექტორისთვის რატომ შეიძლება იყოს საინტერესო პროფესიულ სასწავლებლებში მიღებული ცოდნა და მათ მიერ მომზადებული კადრები?
2021 წლის ბოლოს ჩვენ დავსვით კითხვა, რომ ევროპაში ბანკების დასაქმების მთავარ რესურსს წარმოადგენს პროფესიული სასწავლებლები, საიდანაც კადრებს იზიდავენ, რატომ არა საქართველოში? ამიტომ, ჯერ პატარა კვლევა გავაკეთეთ, რა პროფესიული სასწავლებლებია ქართულ ბაზარზე, იქიდან ავარჩიეთ ისინი, რომლებიც ჩვენ დარგთან უფრო ახლოს იყვნენ. შევხვდით პროფესიული სასწავლებლების მენეჯმენტსა და ხარისხის მართვის ოფიცრებს. გავაცანით ჩვენი შესაძლებლობები და საჭიროებები. ასე დაიწყო ეს პროექტი.
2022 წელს ჩვენ უკვე გავაფორმეთ გენერალური ხელშეკრულება რამდენიმე პროფესიულ სასწავლებთან, ვინც საბანკო საქმეს, ფინანსებს ასწავლიან. ჩვენი მაღალი რანგის დარგის პროფესიონალები ჩაერთნენ სასწავლო პროგრამის მომზადებაში. ერთი მხრივ, მათ გავაცანით ჩვენი შესაძლებლობები და მეორე მხრივ, ჩვენი საჭიროებები. სწორედ აქ დაიბადა ეს კოოპერაცია და დღეს უკვე თამამად შეგვილია ვთქვათ, რომ რამდენიმე პროფესიულ სასწავლებელთან გვაქვს უკვე გენერალური პარტნიორობის ხელშეკრულება, დასაქმების ნაწილში - ლიბერთი არის მათი დამსაქმებელი. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ სემინარებით, როგორც აღვნიშნე, სასწავლო პროგრამებში ვართ აქტიურად ჩართულები და ასევე, ლიბერთის ბაზაზე ისინი გადიან სწავლებას, რაც მე ვფიქრობ, უკიდურესად მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ ერთია პროფესიული ცოდნის მიღება (თეორია) და მეორეა, ამ თეორიის პრაქტიკაში გადატანა.
რას აკეთებს ლიბერთი ბანკი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის?
ჩვენი დიდი სიამაყეა, რომ საქართველოს ბაზარზე ლიბერთი ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელიც გახდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი, 2019 წელს. იმ მომენტიდან არცერთი წამი არ გავჩერებულვართ, არც პანდემიის დროს, განვსაზღვრეთ ჩვენი სეგმენტი, ეს არიან მეწარმე ქალები, რომლებსაც ვეხმარებით მათი საჭიროებების თუ პრობლემების აღმოფხვრაში. ამისთვის, ჩვენს ბაზაზე არსებულ სასწავლო ცენტრში, სპეციალური პროგრამებია შექმნილი, რომლის ფარგლებშიც უკვე 200-მდე ქალი გადამზადდა სხვადასხვა საკითხებში.
რაც შეეხება თვითონ ლიბერთის შიგნით, დაწყებული დეკრეტით (როგორც დედის, ისე მამის) ყველა სტანდარტი დანერგილია. ასევე, ჩვენთან მოქმედებს სექსუალური შევიწროების თუ ბულინგის წინააღმდეგ მექანიზმები. ახლა უკვე ახალი პრიორიტეტიც გვაქვს, ეს არის ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, მათი მხარდამჭერი აქტივობები.
ჩემი აზრით დღეს მთავარია ცნობიერების ამაღლება და ჩვენი ყოველდღიურად ვცდილობთ როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე გარეთ, მაქსიმალურად დავიხარჯოთ საზოგადოების ყველა ფენაში ცნობიერების ამაღლებისათვის. ქალებსა თუ კაცებს უნდა ესმოდეთ და აცნობიერებდნენ რომ, გათხოვება არ ნიშნავს კარიერის დასასრულს, რომ ქალი არ არის მხოლოდ სამზარეულო და მოვლა. ქალი უნდა იყოს პარტნიორი და რაც უფრო ძლიერი პარტნიორი გეყოლება, მით უფრო ძლიერია ოჯახი. რაც მეტი ძლიერი ოჯახია, მეტად ძლიერი იქნება სახელმწიფო.
ბულინგისა და სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ ჩვენ ასევე შექმნილი გვაქვს დამოუკიდებელი, არხები, კონფიდენციალურობის სრული გარანტიით.
არხზე შემოსულ განაცხადებს განიხილავს სპეციალურად დაკომპლექტებული ბორდი განიხილავს ამ საჩივრებს. ნებისმიერ ჩვენ თანამშრომელს აქვს საშუალება და აბსოლუტური რწმენა იმის, რომ საკითხი მიტოვებული არ დარჩება.
გარდა ამისა, 2022 წელს გაეროსთან ერთად, ჩვენ გავაკეთეთ დიდი პროექტი - „დაბრუნდი სამსახურში“. ეს იყო იმ ქალებზე მიმართული, რომლებმაც გათხოვების შემდეგ შეწყვიტეს კარიერა, ზოგიერთმა სწავლა და შემდეგ, როდესაც ბავშვები გაიზარდნენ, დარჩნენ სახლში. მანდ თავდაჯერებულობის პრობლემაც არსებობს, რომ საკმარისი კვალიფიკაცია არ აქვს და აქედან გამომდინარე ვერ ლახავდნენ ამ საზღვარს, მიემართათ დამსაქმებლისთვის.
სიმართლე რომ ვთქვა, მეორე მხარეს დამსაქმებლებსაც მოთხოვნების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი აქვთ, ამიტომ, ამ ქალებს გავუხსენით შესაძლებლობა, რომ ჩვენთან ხელმეორედ ისწავლონ, აღიდგინონ ან შეიძინონ ცოდნა-კვალიფიკაცია და სამსახური ნახონ.
ძალიან გამიხარდება, თუ მოგვმართავენ ქალები, ვისაც ამის სურვილი აქვს.
როგორც ვიცით, ასევე გაქვს 60+ პროგრამა...
ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საამაყო პროგრამა. 60+ ასაკის ქალების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზეც ზრუნავს ლიბერთი. გაეროს მოსახლეობის განვითარების ფონდთან ერთად ჩვენ მოვაწყვეთ სივრცეები, კლუბები ქალებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ მობრძანდნენ, გაიცნონ ერთმანეთი, აქვე ვთავაზობთ კურსებს, მაგალითად, ნავიგაცია სოციალურ მედიაში, როგორ მოვიძიოთ „ფეისბუკზე“ ინფორმაცია, ან რას ნიშნავს იქიდან მოწოდებული ინფორმაცია. გვაქვს მასტერკლასების ძალიან განთქმულ შეფ მზარეულებთან ერთად, თმის სტილისტის კურსები.
მოკლედ, მათ სურვილებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ვთავაზობთ სხვადასხვა საინტერესო აქტივობას. ძალიან აქტიურები არიან ქალები და რაც მთავარია, ბევრმა მათგანმა მოიყვანა მამაკაცებიც, შესაბამისად, ეს აღარ არის მხოლოდ ქალების, არამედ 60+ ადამიანების კლუბია.
კიდევ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ლიბერთისგან შრომით ბაზარზე ურთიერთობების ჩამოყალიბების კუთხით?
პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობას და ამ კუთხით გაფართოებას. ამისთვის ალბათ, მივმართავთ დონორ ორგანიზაციებსაც.
გარდა ამისა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ეს არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ხელშემწყობი კომპონენტი, ამიტომ, ამ მიმართულებითაც ლიბერთი არ გაჩერდება.
ასევე, ძალიან ბევრ ბიზნეს სიახლეებს ელოდეთ ჩვენგან.
(R)