ლევან ხაბეიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი უმძიმესი ლექსიკით საუბრობს ახალგაზრდებზე - იმ ადამიანების „ანარქისტებად“ შეფასება, ვისაც ევროკავშირი უნდათ, არ არის ნორმალური

ძალიან მძიმე პრობლემები აქვს ღარიბაშვილს, არ არის ნორმალური რა ლექსიკითაც საუბრობს. „ანარქისტებს“ ეძახის იმ ადამიანებს, ვისაც ევროკავშირი უნდა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ამით ის გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც პრემიერი სამართალდამცავების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებაში ბრალდებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადის „ანარქისტს" უწოდებს.

„ტრი-ტრი, ანტონი“ როცა მოვისმინეთ ბერას სათამაშოსგან, მაშინვე ძალიან მარტივი იყო დასკვნის გაკეთება, რომ ცოტა ფსიქიკური პრობლემები აქვს, მოძალადის ინსტინქტები აქვს „რუსული ოცნებისა“ და ამ ხელისუფლების პრემიერ - მინისტრს. ამასობაში, უმძიმესი ლექსიკით საუბრობს ახალგაზრდებზე. თითქოს, მათ პოლიციელების ცოცხლად დაწვა უნდოდათ. მგონია, რომ ძალიან მძიმე პრობლემები აქვს ღარიბაშვილს, არ არის ნორმალური რა ლექსიკითაც საუბრობს. „ანარქისტებს“ ეძახის იმ ადამიანებს, ვისაც ევროკავშირი უნდა. ვინც პუტინისტი არ არის, ვინც არ ემთხვევა რუსი პროპაგანდისტების ლექსიკას, თურმე ყველანი მკვლელები და პირსისხლიანები ყოფილან. ურთულესია ამ კაცის სერიოზულად შეფასება. ბიძინა ივანიშვილმა ფანტასტიკურად შეაფასა - რაც გინდათ, ის დაუძახეთ და ის უწოდეთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ