მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის „მონოლით გრინ სითის“ პირველი ეტაპის მშენებლობა და ბინების გადაბარების პროცესი დასრულდა. მობინადრეებს უკვე საშუალება აქვთ, სარემონტო სამუშაოები დაიწყონ და დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე და დაცულ კომპლექსში გადავიდნენ საცხოვრებლად.
სამშენებლო სამუშაოების მეორე ფაზა 2023 წლის დეკემბერში დასრულდება, ხოლო მესამე, საბოლოო ეტაპი - 2024 წელს.
აღსანიშნავია, რომ „მონოლით ჯგუფი“ მსურველებს შეზღუდული დროით სთავაზობს, ისარგებლონ საგაზაფხულო შემოთავაზებით, რომელიც 15000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს და ასევე იპოთეკური სესხით სარგებლობის შემთხვევაში პირველადი შენატანი მხოლოდ 10%-ს შეადგენს. შეთავაზებით სარგებლობა მხოლოდ რამდენიმე კვირით იქნება შესაძლებელი.
ასევე, შესაძლოა თქვენზე მორგებული შიდა განვადების პირობებით სარგებლობა უფრო კონკრეტულად, „მონოლით ჯგუფი“ გადახდის 2 პირობას გთავაზობთ:
თანამედროვე, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „მონოლით გრინ სითი“, თბილისის ძველ უბანში, ორთაჭალაში შენდება. კომპლექსი გადაჭიმულია 12 ჰექტარზე და მოიცავს 21 საცხოვრებელ ბლოკს. კომპლექსის ტერიტორიაზე მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სარეკრეაციო ტერიტორია, გამწვანებული სკვერები, ბავშვთა სათამაშო სივრცეები, სასეირნო, სარბენი და ველო ბილიკები, სპორტული მოედნები და აუზი, კომერციული ობიექტები, საბავშვო ბაღი და სკოლა, შინაური ცხოველების გასასეირნებელი სივრცე და საკუთარი პარკინგი.
მონოლით გრინ სითი 1.5 კმ-მდე მანძილითაა დაშორებული ისეთ ტურისტულ ადგილებს, როგორიცაა აბანოთუბანი, მეტეხის ხიდი, ნარიყალას ციხე, ბოტანიკური ბაღი და რიყის მოედანი, რაც მას საინტერესოს ხდის არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ საინვესტიციო მიმართულებითაც.
(R)