„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - იმაზე, რაც დღეს აჭარაში ხდება, პასუხისმგებელია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მოვითხოვთ ბათუმის მერის იმპიჩმენტს

რაც დღეს აჭარაში ხდება, ამაზე პასუხისმგებელია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მოვითხოვთ ბათუმის მერის იმპიჩმენტს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბათუმში ინფრასტრუქტურული პროექტები „დროში გაჭიანურებულია და ქალაქი მოუწესრიგებელი ხვდება ტურისტულ სეზონს“.

„რაც დღეს აჭარაში ხდება, ამაზე პასუხისმგებელია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მოვითხოვთ ბათუმის მერის იმპიჩმენტს. ბათუმში ინფრასტრუქტურული პროექტები დროში გაჭიანურებულია და ქალაქი მოუწესრიგებელი ხვდება ტურისტულ სეზონს“,- აღნიშნა ანათაძემ.

ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა აღნიშნა, ბათუმში უმძიმესი მდგომარეობაა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით.

„ქალაქი დაემსგავსა მიტოვებულ ქალაქს. პრაქტიკულად, არ არსებობს ქუჩა, გზა, სადაც დაწყებულია და ინფრასტრუქტურის სამუშაო ბოლომდე მივიდა და ნორმალურად გაკეთდა.

ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე შეიძლება ითქვას, რომ განადგურებულია ქალაქის ტურისტული ინფრასტრუქტურის ნაწილი. პრაქტიკულად, ზღვის მიერ წაღებული სანაპიროს ნაწილის რეაბილიტაცია დაწყებული არ არის. მხოლოდ ინერტული მასალის შეტანა ხდება, რაც არ არის საკმარისი.

იმ უბნებში, სადაც ინფრასტრუქტურის სამუშაო დაწყებულია, რეალურად ვერ ესწრება. მაგალითად, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია. ასევე დროში არის გაწელილი გმირთა ხეივნის რეაბილიტაცია, სადაც 23 მილიონი იხარჯება. ეს სამუშაოებიც გაურკვეველი დროით მიმდინარეობს, რომელიც უკვე დასრულებული უნდა იყოს.

ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ ფრიდონ ხალვაშის ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც ასევე ვადებში ვერ ემთხვევა და დროში გაიწელა. გონიო-კვარიათში მთელი სანაპირო არის სანაგვედ ქცეული, ამის პარალელურად კი თორნიკე რიჟვაძე და ქალაქის ე.წ მერი, ჩიქოვანი იკრიბებიან და თათბირს ატარებენ ამ ყველაფერზე. რეალურად, დღეს ბათუმელებმა უნდა აიღონ ინიციატივა ხელში. ეს ინიციატივა უნდა იყოს ის, რომ საზოგადოებამ, პრობლემების შესახებ ღიად, ხმამაღლა დაიწყოს საუბარი. მოგვაწოდონ ინფორმაცია და ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი აქტიურად დავიწყებთ მუშაობას, რომ „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ დაიწყონ ამ პრობლემების მოგვარება უმოკლეს დროში“, - განაცხადა რეზო ხარაზმა.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა