ქუთაისის მერია - ,,ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 3 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატია, რომლის თანახმადაც, მერიამ ძვირადღირებული ავტომობილები შეიძინა, ცალსახად დეზინფორმაციულია და ქუთაისის მერის დისკრედიტაციას ემსახურება.

მათივე ცნობით, ავტომობილი „შკოდა“ ქუთაისის მერიამ ტენდერის საშუალებით 118, 121 ლარად შეიძინა და ხელშეკრულება გაფორმდა.

„სატენდერო პირობის თანახმად, ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის №26 დადგენილების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანების მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ტექნიკური მომსახურებისა და ავტოსათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა ხელშეკრულება შ.პ.ს. „ავტო ცენტრი თბილისისთვის“ 12 947 ლარზე და მომსახურების პერიოდია ხელშეკრულების დადებიდან (2023 წლის 9 მარტი) 2026 წლის 26 იანვრამდე.

შესაბამისად, „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ 13 000 ლარი ტენდერის გვერდის ავლით დაიხარჯა, ტყუილია!

ტყუილია ისიც, რომ დაზიანდა ავტომობილის ბამპერი და შესაბამისად, მისი გამოცვლის საჭიროება არც ყოფილა.

იმ შემთხვევაში, თუ „ფლანგვის დეტექტორი“ არ შეცვლის მის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას და სწორ ინფორმაციას არ განათავსებს საკუთარ გვერდზე, ქუთაისის მერია მიმართავს საკითხის გადაწყვეტის სამართლებრივ ფორმას”, - ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა