საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან (რიკოთის უღელტეხილი) განვითარებული მეწყრული პროცესის შესწავლა გრძელდება.

უწყების ცნობით, მოცემულ ეტაპზე, მიმდინარეობს მეწყრული უბნის კომპლექსური შესწავლა. ტარდება ტოპოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები.

კვლევებში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპეციალისტები, რომლებიც პირველად დასკვნას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს წარმოადგენენ. კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი გახდება სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენაზე მსჯელობა.

„ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, სადაც მდებარეობს მეწყრული უბანი, მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია უწევს და მისი მოწვევით, მეწყრული უბნის შესწავლაში ჩართულები არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი სპეციალისტები.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, 30 მარტიდან აიკრძალა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა