სანდრო ჭუმბურიძე - რაც უფრო შევამცირებთ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს, მაქსიმალურად გავზრდით ევროპასთან ეკონომიკურ ურთიერთობას, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სტაბილური განვითარების გარანტია

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების პრობლემებზე, რუსეთსა და საქართველოს შორის გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობები რამდენად უშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, „ინტერპრესნიუსი“ ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანს, საქართველოს ყოფილ ელჩს, საბერძნეთში, უნგრეთში, ხორვატიასა და მონტენეგროში, სანდრო ჭუმბურიძეს ესაუბრა

- ბატონო სანდრო, გისმინეთ ტვპალიტრანიუსზე“ და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სასაუბრო ბევრი გქონდათ, მაგრამ დროის უქონლობის გამო ბევრის თქმა ვერ მოასწარით.

ახლა როცა, აქტიურად განიხილება ევროპული რეკომენდაციების შესრულების თემები, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესურთიერთობებზე საუბარსა და მსჯელობას.

იმის გათვალისწინებით რომ თქვენ ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ბრძანდებით, გადავწყვიტეთ თქვენთან დაკავშირება და ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესურთიერთობებზე საუბარი.

ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე რამდენი იყო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის?

თქვენ როგორ შეაფასებდით ევროკავშირ-საქართველოს ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთობებს?

- ვიდრე კონკრეტულად გავცემ პასუხს თქვენს კითხვაზე, მანამდე უნდა გავიხსენოთ ის, ქრონოლოგიურად თუ როგორ ვითარდებოდა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები.

ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია 1996 წლის 22 აპრილი, თარიღი, როცა ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“.

ეს იყო ის ძირითადი დოკუმენტი, რომლიდანაც შეიძლება ითქვას, დავიწყოთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ათვლა. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ 1992 წლიდან ჩვენ გვქონდა ურთიერთობა ევროკავშირთან. გვქონდა ინფორმაციის აქტიური გაცვლა, კონსულტაციები, მიუხედავად ამისა, ითვლება, რომ 1996 წლის აპრილის ხელშეკრულების შემდეგ დაიწყო მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში.

ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია 1996 წლის 22 აპრილი, თარიღი, როცა ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებას. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ამის შემდეგ თვისობრივად სხვა დონეზე გადავიდა თანამშრომლობის ურთიერთობები. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს შეთანხმება სრულად ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისიდან.

თავის დროზე ჩვენ გვეგონა, რომ ევროკავშირთან საჭირო იქნებოდა 10-15 წელი იმისთვის, რომ ევროკავშირის სივრცის კანონმდებლობა, რჩევები და კონსულტაციები ბოლომდე მიგვეღო და შედეგი გვქონოდა. ეს იყო ძალიან რთული პროცესი.

რაც შეეხება თქვენ კითხვას. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა იყო დაახლოებით 400 მილიონ ევროზე მეტი. მაგრამ, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი იყო განცდა, რომ იქნებოდა სავაჭრო ბრუნვის სწრაფი მატება, და იგი ყოველწლიურად გაიზრდებოდა.

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებას. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ამის შემდეგ თვისობრივად სხვა დონეზე გადავიდა თანამშრომლობის ურთიერთობები. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს შეთანხმება სრულად ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისიდან

დღეისათვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა გაორმაგებულია, ანუ 800 მილიონს აჭარბებს. აქ იგულისხმება ევროკავშირის 27 ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობები.

ჩვენ შეგვეძლო უფრო აქტიურად და უფრო მეტად გაგვეზარდა სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ესეც ისტორიული პროცესის ნაწილია. საკმაოდ რთული იყო ჩვენი ბიზნესისთვის ევროკავშირის ბაზრებზე შესვლა.

მაგალითად, პანდემიის პერიოდშიც კი, როდესაც საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნა, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან დიდად არ შემცირებულა. პანდემიის პერიოდში სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 700 მილიონს აღწევდა. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ეს მონაცემებიც კი არ არის დამაკმაყოფილებელი, რადგან 7-8 წელი სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ სამმაგად და ოთხმაგად გაზრდილიყო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან.

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა იყო დაახლოებით 400 მილიონ ევროზე მეტი.... დღეისათვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა გაორმაგებულია, ანუ 800 მილიონს აჭარბებს

ის, რაც დღეს გვაქვს, არის ის მოცემულობა, რაც გვაქვს, მაგრამ ცხადია, რომ ის აშკარად არასაკმარისია. ასეა, რადგან ევროკავშირმა გაცილებით მეტი საშუალება და ინსტრუმენტები მოგვცა იმისთვის, რომ სავაჭრო ბრუნვა გაგვეზარდა. მხედველობაში მაქვს ევროკავშირთან საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში ყოფნას.

ამას ასევე დაემატა 2017 წელს მიღებული ვიზალიბერალიზაცია. ვიზალიბერალიზაციამ ქართულ ბიზნეს მოუტანა ის, რომ ევროკავშირთან ეკონომიკურ ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური და განწყობის თეორიის შესაბამისი შედეგი.

ევროკავშირმა გაცილებით მეტი საშუალება და ინსტრუმენტები მოგვცა იმისთვის, რომ სავაჭრო ბრუნვა გაგვეზარდა. მხედველობაში მაქვს ევროკავშირთან საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში ყოფნას... ამას ასევე დაემატა 2017 წელს მიღებული ვიზალიბერალიზაცია

ჩვენი ბიზნესკომპანიები, თანაბარ პირობებში ჩადგნენ ევროპელ პარტნიორებთან. თუ მანამდე ჩვენი ბიზნესი თვეები და წლები ელოდნენ ელოდნენ ვიზებს ევროპელი პარტნიორებისგან, ახლა ვითარება შეცვლილია.

- როგორც თქვენ ბრძანეთ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაზრდილია, მაგრამ არა იმდენად, რომ საგრძნობი იყოს ქვეყნისთვის. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს ეკონომიკისა და ქართული ბიზნესის.

რატომღაც მგონია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობაში პრობლემები უფრო ქართულ მხარეს აქვს, ვიდრე ევროკავშირს. ევროპული პოლიტიკურ-სამართლებრივი 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება-არშესრულების თემებზე საკმაოდ ბევრი ვიცით, მაგრამ ევროკავშირ-საქართველოს ეკონომიკურ და ბიზნეს ინტეგრაციულ თემებზე საკმაოდ ცოტა.

ევროკავშირ-საქართველოს ეკონომიკურ და ბიზნესურთიერთობების თვალსაზრისით რა პრობლემების აქვს ქართული ეკონომიკას და ბიზნესს?

- როდესაც ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, ამან გააჩინა პრობლემები. ევროპის ბაზარზე „თავისუფალი ვაჭრობის“ უფლებამ მოგცა მნიშვნელოვანი პირობები, რომელიც იყო შესასრულებელი. ეს გახლავთ პირველ რიგში მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველყოფა.

საუბარია უწყვეტად იმ პროდუქციის მიწოდებაზე, რომელსაც ქართული ბიზნესი აწარმოებს და რაზეც იქნა მიღწეული შეთანხმებები ევროპელ პარტნიორებთან. ეს ჩვენთვის ძალიან რთულად შესასრულებელი აღმოჩნდა იმიტომ რომ საქართველოს არ აქვს ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ ასე უწყვეტად მიაწოდოს ევროკავშირის ქვეყნებს.

ასევე გახლავთ ის მოთხოვნა, რომელიც ევროკავშირს დღესაც აქვს. ევროპულ სტანდარტებზე უნდა იყოს საქართველოდან ექსპორტირებული ყველა პროდუქცია. ეს არის საკმაოდ რთული შესასრულებელი, ვინაიდან ევროპული სტანდარტი მოითხოვს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტის უზრუნველყოფას. ასევე ეს არის ტექნიკური საკითხი, რაც პროდუქციის შეფუთვას გულისხმობს.

ევროპულ სტანდარტებზე უნდა იყოს საქართველოდან ექსპორტირებული ყველა პროდუქცია. ეს არის საკმაოდ რთული შესასრულებელი, ვინაიდან ევროპული სტანდარტი მოითხოვს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტის უზრუნველყოფას. ასევე ეს არის ტექნიკური საკითხი, რაც პროდუქციის შეფუთვას გულისხმობს

ქართული ბიზნესის 15-20% მზად იყო ამ პროცესისთვის, მაგრამ დანარჩენი ამ პროცესს სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. ვინაიდან ამას სჭირდება სპეციალური სერტიფიცირება, სპეციალური სტანდარტიზაცია, პროდუქციის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ამ თემებში დღესაც პრობლემები აქვს ქართულ ბიზნესს.

ესაა მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ბოლომდე არ გვაქვს ათვისებული ის სტანდარტები, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს.

- შეგიძლიათ გვითხრათ, ძირითადად რა პროდუქციის ექსპორტს ეწევა ქართული ბიზნესი ევროკავშირის ქვეყნებში?

- ძირითადად ეს გახლავთ სოფლის მეურნეობის პროდუქცია - ღვინო და ღვინის პროდუქტები, ალკოჰოლური სასმელები, ასევე თხილი. ქართული თხილი ევროპულ ბაზარზე უკვე საკმაოდ ცნობილია. ასევე ვეწევით მინერალური სასუქების ექსპორტს. საუბარი არაა მხოლოდ აზოტის სასუქების მიწოდებაზე.

- წვენები, მინერალური წყლები... ხშირად გვესმის რომ წყლებისა და წვენები გადის საქართველოდან ევროპაში...

- სამწუხაროდ, ნაკლებად, თუმცა, ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს. ნატურალური წვენები და წყალი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს გახლავთ იდეალური და რეალური რესურსი. მაგრამ, ეს იმ სახის პროდუქციაა, რომლის ევროპელებისთვის შეთავაზებას ცოდნა და გამოცდილება უნდა. ასეა, რადგან ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში საკმაოდ ბევრი სახის წვენები და წყალი აქვთ.

მაგრამ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სახის ქართულ პროდუქციას აქვს თავისი განსაკუთრებული თვისებები ფასი. შესაძლოა მათი დიდი რაოდენობით მიწოდება ვერ შევძლოთ, მაგრამ ამ მიმართულებით შეიძლება მუშაობა.

- ვიცით, რომ ევროკავშირი საქართველოს დახმარების ფარგლებში ბევრ სფეროებში უწევს დახმარებას, მათ შორის სოფლის მეურნეობის სფეროში.

შეგიძლიათ გვითხრათ რა დახმარებას და რა სფეროებში უწევს ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესსექტორს?

- ასოცირების შეთანხმების შესაბამისად და მანამდეც თანხებს, რასაც საქართველო იღებდა ევროკავშირისაგან ნაწილდებოდა პრაქტიკულად ყველა სექტორზე. ეს იყო სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის გამოყოფილი თანხები.

ასევე იყო დახმარებები, პირველ რიგში თეორიული ცოდნის მისაღებად, რაც სოფლის მეურნეობაში იყო საჭირო. ის დახმარებები, რაც სოფლის მეურნეობაში იყო, იყო ძალიან მნიშვნელოვანია დახმარებები. უნდა ითქვას, რომ ეს იყო უწყვეტი პროგრამული დახმარება. პროგრამები იმგვარი იყო, რომელიც ითვალისწინებდა სხვადასხვა სფეროებში დახმარებას.

ევროკავშირის ასეთმა დახმარებამ განაპირობა მსოფლიო ბანკის დახმარებები. სულ ახლახან დაამტკიცა საქართველოსთვის 120 მილიონი დახმარების პროგრამა მსოფლიო ბანკმა. იგი ითვალისწინებს ირიგაციისა და მიწის რეფორმის განვითარებას. საქართველო მსოფლიო ბანკიდან 75 მილიონს მიიღებს ირიგაციის განვითარებისთვის, დაახლოებით 50 მილიონს მიიღებს მიწის რეფორმისათვის.

სულ ახლახან დაამტკიცა საქართველოსთვის 120 მილიონი დახმარების პროგრამა მსოფლიო ბანკმა. იგი ითვალისწინებს ირიგაციისა და მიწის რეფორმის განვითარებას

ის დახმარებები, რომელსაც ევროკავშირი გამოგვიყოფდა სხვადასხვა პროგრამებისთვის სისტემატურად, რეალურად ძალიან მნიშვნელოვნად ეხმარებოდა სხვადასხვა სფეროებს. მაგალითად საფინანსო ინსტიტუციებს. ჩვენ რეგულარულად ვიღებდით დახმარებას ევროკავშირის საფინანსო ინსტიტუტებიდან. ამ დახმარებების გარეშე ვერც ჩვენი სოფლის მეურნეობა და ვერც ინფრასტრუქტურა შესაბამისად ვერ განვითარდებოდა.

სოფლის მეურნეობა მოითხოვს მეტ რეფორმირებას, უფრო მეტ დახმარებას, უფრო მეტ კონსულტაციებს ევროპული მხრიდან.

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ 2014 წლიდან 2020 წლამდე საქართველომ ევროკავშირიდან მიიღო 819 მილიონი ევროს მოცულობის დახმარება. ეს იყო მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს ფარგლებში დახმარება.

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ 2014 წლიდან 2020 წლამდე საქართველომ ევროკავშირიდან მიიღო 819 მილიონი ევროს მოცულობის დახმარება. ეს იყო მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს ფარგლებში დახმარება

მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2007 -2013 წლებში ასევე გვაქვს მიღებული ევროკავშირიდან ნახევარ მილიარდ ევრომდე დახმარება. ჯამში საქართველოს ევროკავშირიდან 2007-2020 წლებში მიღებული აქვს 1 მილიარდ 300 მილიონი ევრო.

2018- 2019 წლებში ჩვენ ვიღებდით ყოველწლიურად 45 მილიონ ევროს. 2011-2015 წლებში ვიღებდით დაახლოებით 46-46 მილიარდ ევროს ყოველწლიურად დახმარებას.

ბოლო დახმარება იყო 250 მილიონი ევროს დახმარება, როდესაც კოვიდპანდემიის დროს ევროკავშირმა კონკრეტული მიზნებისთვის გაგვიწია დახმარება. ასევე უნდა ითქვას იმ დახმარებებზე, რომელიც 1 მილიარდ 300 მილიონში არ შედიოდა. ერთი ტრანში, რომელიც 75 მილიონის იყო, რომელსაც როგორც გრანტი გვაძლევდნენ ფინანსურ დახმარებას ვიღებდით ევროკავშირიდან. ჩვენდა სამწუხაროდ, მთავრობამ მეორე 75 მილიონიან ტრანშზე უარი თქვა.

საერთო ჯამში საქართველოს ევროკავშირიდან 1 მილიარდ 500 მილიონის დახმარება აქვს მიღებული, რაც ცოტა ნამდვილად არ არის

ამის პარალელურად ევროკავშირიდან მიღებული გვაქვს დახმარებები თავდაცვის სფეროში. მახსოვს 20 მილიონიანი დახმარება, რომელიც გულისხმობდა ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.

ასეთი მცირე ტიპის ინვესტიციები საქართველოს ევროკავშირისაგან ბევრი აქვს მიღებული. საერთო ჯამში საქართველოს ევროკავშირიდან 1 მილიარდ 500 მილიონის დახმარება აქვს მიღებული, რაც ცოტა ნამდვილად არ არის.

- ევროკავშირ-საქართველოს ეკონომიკურ და ბიზნესურთიერთობებში უცნაური ტენდენციას ვადევნებთ თვალს. მხედველობაში მაქვს ის, რომ უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე საგრძნობლად გაზრდილია არა ევროკავშირ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა და ეკონომიკური ურთიერთობები.

გასაგებია, რომ უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე ომის ფონზე რუსეთთან ვაჭრობის ზრდისა და გზავნილების ხარჯზე მართლაც მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მშპ. ხელისუფლება ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზეც კი საუბრობდა. ახლა საშუალოდ ეკონომიკური ზრდა 7,1% შეადგენს.

ისიც გასაგებია, რომ ბევრი ფაქტორის გამო საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა საკმაოდ გაზრდილია და დიდია, მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველო არა ევროკავშირთან, არამედ - რუსეთ-ევრაზიულ კავშირშირისაკენ უფრო ისწრაფვის.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რას ფიქრობენ საქართველო-რუსეთის ამგვარ ურთიერთობებზე ბრიუსელში?

საქართველო-რუსეთს შორის ეკონომიკური ზრდა რა პრობლემებს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს?

- გეთანხმებით, რომ ზრდა, რომელიც დსთ-ს სივრცეზე მოდის საკმაოდ დიდია. მარტო იანვარ-თებერვალში 12% სავაჭრო ბრუნვა მოდის ევროკავშირზე, ხოლო 58, 8% მოდის დსთ-ს სივრცეზე.

სხვათა შორის, ეს მაჩვენებელი საკმაოდ არასახარბიელო მაჩვენებელი. ამიტომ ვამბობ, რომ სრული ძალისხმევა უნდა მოხმარდეს იმას, რომ საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაციის საშუალება ჰქონდეს. საქართველომ უნდა ბოლომდე აითვისოს ევროპული ბაზარი.

სრული ძალისხმევა უნდა მოხმარდეს იმას, რომ საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაციის საშუალება ჰქონდეს. საქართველომ უნდა ბოლომდე აითვისოს ევროპული ბაზარი

ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს არ ჰქონდეს ვაჭრობა დსთ-ს სივრცის ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან უნდა ჰქონდეს სავაჭრო ურთიერთობები.

მაგრამ, რაც უფრო შევამცირებთ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს, მაქსიმალურად გავზრდით ევროპულ სივრცესთან ეკონომიკურ ურთიერთობას, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სტაბილური განვითარების გარანტია. ასეა, ვინაიდან ყველაზე დაცული, სტაბილური და განვითარებული ბაზარი სწორედ ევროპული ბაზარია.

რაც უფრო შევამცირებთ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს, მაქსიმალურად გავზრდით ევროპულ სივრცესთან ეკონომიკურ ურთიერთობას, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სტაბილური განვითარების გარანტია. ასეა, ვინაიდან ყველაზე დაცული, სტაბილური და განვითარებული ბაზარი სწორედ ევროპული ბაზარია

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ის ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში დსთ-ს სივრცესთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვას უკავშირდება, პირადად ჩემთვის მიუღებელია. ყველამ უნდა მოვინდომოთ, რომ მაქსიმალურად დავარწმუნოთ ჩვენი ბიზნეს საზოგადოება იმაში, რომ უნდა მოხდეს ბაზრების დივერსიფიკაცია, მითუმეტეს ახლა, როცა ახლა უკრაინაში უკრაინა-რუსეთის ომია.

მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე, სსრკ-ს დაშლამდე და დაშლის შემდეგაც უკრაინასა და რუსეთს ჰქონდათ ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ რუსეთთან ყოველნაირი თანამშრომლობა საფრთხეების შემცველია. რუსეთი დაუნდობლად ებრძვის უკრაინას.

ის ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში დსთ-ს სივრცესთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვას უკავშირდება, პირადად ჩემთვის მიუღებელია

გასაგებია, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი რუსეთისთვის ძალიან ცუდად დასრულდება, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსეთი ამ ომში უკრაინას დაუნდობლად აზიანებს.

- როგორც ჩანს, ქართულ ბიზნესს ეიოლება რუსულ ბიზნესთან ურთიერთობა, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ რუსული ეკონომიკური სივრცე სტაბილურობით არ გამოირჩევა.

არ შეიძლება ჩვენს ბიზნესს არ ესმოდეს რომ რუსული ბაზარი პოლიტიკური მოსაზრებებით შეიძლება თავად მოსკოვმა ჩაკეტოს.

ასეთი რამ ჩვენ ბევრი გვახსოვს...

- როცა რუსულ ბაზარზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ბაზარზე არავითარი სტანდარტი არ არსებობს. არავითარი მოთხოვნა, სერტიფიცირება, სურსათის არანაირი უვნებლობა ამ ბაზარს არ აქვს. ანუ ამ ბაზარზე არ მოითხოვენ. ამგვარი მიდგომა ანგრევს კიდეც ჩვენ ეკონომიკას.

თუ გინდა განვითარდე, ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე უნდა ჰქონდეს ორიენტაცია. ეს ხარისხიანი პროდუქტი ხომ ქვეყნის ბაზერზეც იყიდება

ასეა, რადგან ეკონომიკაში მთავარი პროდუქციის ხარისხი. ევროპული ბაზარი ითხოვს ხარისხიან პროდუქციას. გასაგებია, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს შეიძლება ჰქონდეს ცდუნება ნაკლები დანახარჯით მიიღოს მოგება რუსულ ბაზარზე, რადგან ის შენგან ხარისხიან პროდუქციას არ ითხოვს. მაგრამ, ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი ეჩვევა უხარისხო ნაწარმის შექმნას, რადგან ის ისედაც იყიდება.

- მაგრამ, ასეთ შემთხვევაში ბიზნესი აღარ ვითარდება, რადგან არაა ორიენტირებული ხარისხიანი პროდუქციის შექმნაზე...

- დიახ ასე სწორედ, თუ გინდა განვითარდე, ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე უნდა ჰქონდეს ორიენტაცია. ეს ხარისხიანი პროდუქტი ხომ ქვეყნის ბაზარზეც იყიდება.

რუსეთთან ექსპორტიც და იმპორტიც საქართველოს ბიზნესისთვის მნიშვნელოვნად დამაზიანებელია

თუ ჩვენში დიდ სავაჭრო ქსელებს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ უამრავი უხარისხო პროდუქციაა შემოსული. მათი დაბალი ფასის გამო ჩვენი ნაწარმი მას კონკურენციას ვერ უწევს. რუსეთთან ექსპორტიც და იმპორტიც საქართველოს ბიზნესისთვის მნიშვნელოვნად დამაზიანებელია.

ამიტომაა, რომ ხშირად ვიმეორებ, ჩვენ ვაჭრობის დივერსიფიკაციაზე უნდა ვიზრუნოთ. თან ჩვენ თავად გვექნება ორიენტირი ხარისხიანი პროდუქციის შექმნაზე და განვითარებაზე.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში