სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია - ქვემო ქართლის რეგიონში 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული

ქვემო ქართლის რეგიონში 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წერაქვსა და საბირქენდში მიმდინარე წყალმომარაგების პროექტების შედეგად, 6000-მდე ბენეფიციარი, 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

მიმდინარე სამუშაოების პროცესი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატმა პარლამენტში, ზაურ დარგალმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

„რეგიონის მოსახლეობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს გამართული წყალმომარაგების სისტემის არსებობა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიზრუნო ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის და მათ უკეთესი პირობები შევუქმნა. პროექტის ფარგლებში, 2023 წელს წყალი სოფლებში ეტაპობრივად გაეშვება და მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი”, - გიორგი დოხტურიშვილი.

ორივე პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა, სატუმბი სადგურის, წყალმომარაგების ქსელისა და ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, არსებულ რეზერვუარსა და სათავე ნაგებობისთვის რეაბილიტაციის ჩატარება, გამრიცხველიანება, წყალსადაწნეო კოშკებისა და სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა.

პროექტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მათი ღირებულება ჯამში 4 მილიონამდე ლარს შეადგენს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი