ფოთში, ისტორიული მნიშვნელობის შენობების – კოლხური კულტურის მუზეუმისა და ბავშვთა ცენტრის ადმინისტრაციული შენობების სახურავები სრულად განახლდა.
ფოთის მერიის ინფორმაციით, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში გადახურვის სამუშაოები სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაფინანსებით განხორციელდა.
„ასევე, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მუზეუმის შიდა სივრცის რეაბილიტაცია. სრულად განახლდა ფოთის ბავშვთა ცენტრის ადმინისტრაციული შენობის სახურავი. გადახურვის ღონისძიებები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. იგეგმება შიდა ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგება.
ორივე შენობა გერმანელი არქიტექტორის ედმუნდ ფრიკის მიერ არის აშენებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.