ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოჩხონში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის შესაბამისად, 2.2-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება, სანიაღვრე არხები გასუფთავდება და ეზოებთან მისასვლელები მოეწყობა.
„სოფელ ნოჩხონში ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე, გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული გზა ამორტიზებული იყო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 589 526 ლარია“, - აღნიშნა ხობის მერმა, დავით ბუკიამ.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს ხობის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.