თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ვახტანგ სეხნიაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 335 გრძ. მ. მონაკვეთზე ასფალტის ახალი საფარი, დაიგო. ქვეითად მოსიარულეთათვის, საფეხმავლო ბილიკი და სანიაღვრე მოეწყო.
„თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, პირველ მოადგილესთან, ნიკოლოზ მეტრეველთან ერთად, პროცესს ადგილზე გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 560 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს „ენერჯი გრუპმა“ შეასრულა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.