ლევან ხაბეიშვილი - რიკოთის უღელტეხილი დაკეტეს, თუმცა სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებიან - ხელისუფლებას 9 აპრილის ეშინია

9 აპრილს დაგეგმილი აქციის მოთხოვნა არის მხოლოდ ერთი, რომელიც უკავშირდება 12 რეკომენდაციის შესრულებას, კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლას. „რუსული ოცნება“ საბოტაჟს აწყობს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე. ცხადია, აქციაზე პრიორიტეტული იქნება ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების საკითხი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც საუბარია ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ეს საკითხი 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილია, რაც არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საფრანგეთის პრეზიდენტის მოთხოვნაა, ასევე არის 27 ქვეყნის ელჩების დემარშის ერთ-ერთი საბაბი.

„მნიშვნელოვანია, რომ 9 აპრილს, 17:00 საათზე საქართველოს ყველა მოქალაქე მივიდეს და დააფიქსიროს საკუთარი ურყევი ნება, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. 7,8 და 9 მარტს კონკრეტული შედეგი დადგა ხალხთან, საზოგადოებასთან ერთად, როდესაც რუსული კანონი გაიწვიეს. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საპარლამენტო ოპოზიციამ, ყველამ ერთად იბრძოლა ამ რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით 9 აპრილს და ვიქნებით ძალიან ბევრი. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ კონკრეტულმა ადამიანებმა იცოდნენ,რომ ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, 9 აპრილის აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან.

„ვნახეთ, რომ რიკოთის უღელტეხილი დაკეტა „რუსულმა ოცნებამ“. მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებიან. იქ გზა გაწმენდილია, ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის არანაირი შეფერხება არ არის, გარდა იმისა, რომ 9 აპრილის ეშინია „რუსულ ოცნებას“. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ადამიანები მოდიან დარწმუნებული ვარ ასევე, რომ დედაქალაქის მცხოვრებლების უმრავლესობა აქციაზე იქნება.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას აკეთებს ის ნიკა მელიაზე მეტს მიხეილ სააკაშვილისთვის, ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, რადგან საზოგადოება არის მსაჯული და ისინი თავად გააკეთებენ დასკვნას.

„როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ძალიან ბევრს ვმუშაობთ.მათ შორის შეგახსენებთ, რომ ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში იმართებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები და ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ ეს თემა მნიშვნელოვანი ყოფილიყო“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციები გაგრძელდება.

„ჩვენ არავის ვეჯიბრებით და არავისთან დატოლებას არ ვაპირებთ“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

მანა ასევე ისაუბრა, რატომ ყოვნდება სარჩელის შეტანა მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით.

„სტრასბურგთან დაკავშირებით ჩვენ თავს მიზანმიმართულად ვიკავებთ, რომ რაიმე პოლიტიკურ თავდასხმად არ იყოს აღქმული.ეს არის იურისტების და ადვოკატების გადასაწყვეტი. იცით, რომ კონსილიუმმა უმძიმესი დასკვნა დადო და დარწმუნებული ვარ, რომ იურისტები შესაბამისად იმოქმედებენ. ეს არ არის პოლიტიკური სპეკულაციის საკითხი, ეს არის იურიდიული საკითხი, რომელსაც ადვოკატები, პრეზიდენტი სააკაშვილი და ოჯახი თავად გადაწყვეტენ. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ არ ჩავერიოთ ამ განხილვებში, რათა ეს არ იყოს პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოყენებული შემდეგ უკვე სასამართლოში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ