სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, ჩვენ გადავრიცხეთ დაახლოებით 11 მილიონი აშშ დოლარი ჩვენი საკუთარი სახსრებიდან უკრაინის მხარდასაჭერად - WhiteBIT-ის დამფუძნებელი

ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ძალიან ბევრს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ უკრაინული ბიზნესიც ქვეყნის მხარდაჭერის მძლავრი მექანიზმია. უკრაინელი მეწარმეები და კომპანიები აქტიურად ახდენენ ბიზნესის რეორგანიზაციას და განვითარებას, რაც მათ საშუალებას აძლევს ეფექტურად დაეხმარონ უკრაინელ დამცველებს, სახელმწიფოს, მოხალისეებს და თანამოქალაქეებს. ამის შესახებ გამოცემა Eutoday-ში განაცხადა ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის - WhiteBIT -ის უკრაინელმა დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლოდიმირ ნოსოვმა.

„უკრაინელი მეწარმეები ეხმარებოდნენ და აგრძელებენ საკუთარი ქვეყნის, თავიანთი თანამემამულეების და უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებას,. უკრაინული ბიზნესი აგზავნის მილიარდობით დოლარის ფულად სახსრებს თავისი ქვეყნის მხარდასაჭერად. ეს არის ერთადერთი გზა ამ ომში გამარჯვების მისაღწევად. ჩვენ პერმანენტულად საკუთარ სახსრებს ვრიცხავთ ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად, რადგან ბიზნესის არსებობის მნიშვნელობა არ არის მხოლოდ ფულის გამომუშავება, არამედ ეს არის შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დასახმარებლად“, - განაცხადა ვოლოდიმირ ნოსოვმა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, WhiteBIT-მა საკუთარი სახსრებიდამ, დაახლოებით 11 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა უკრაინის შეიარაღებული ძალების, მოხალისეებისა და ზოგადად უკრაინელების დასახმარებლად. თანხები მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების ცალკეული ნაწილების საკვებით, ჯავშანტექნიკით, თერმოვიზორებით, თვითმფრინავებით, მანქანებით, მედიკამენტებით უზრუნველყოფას, აგრეთვე ჰუმანიტარულ დახმარებას იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, რომლებიც დაზარალდნენ სამხედრო მოქმედებების შედეგად.

გარდა ამისა, კრიპტო ბირჟა მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინის სახელმწიფო ორგანოებთან, კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროსთან, ასევე ფონდების მოზიდვის პლატფორმებთან და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან. მაგალითად, United24-ში კრიპტო-დამუშავების სერვისი Whitepay გამოიყენებოდა, როგორც კრიპტოვალუტაში შემოწირულობების შეგროვების ინსტრუმენტი. ვოლოდიმირ ნოსოვის თქმით, კრიპტოვალუტა გახდა უკრაინაში მოხალისეობრივი და საქველმოქმედო მოძრაობების განუყოფელი ნაწილი, რადგან ბლოკჩეინი არის მარტივი ტექნოლოგიური გადაწყვეტილება საერთაშორისო შემოწირულობებთან დაკავშირებით, რასაც ტრადიციული ფინანსური სერვისები ვერ გვთავაზობენ.

„მე ვამაყობ, რომ გასული წლის განმავლობაში, ჩვენ გავაფორმეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პარტნიორული ურთიერთობა იმ კომპანიებთან, ვინც ქმნიან ფონს თავიანთ ბიზნეს მიმართლებებში. WhiteBIT გახდა საფეხბურთო კლუბების ოფიციალური კრიპტოპარტნიორი, მათ შორის თურქული ტრაბზონსპორის, ლეგენდარული ბარსელონასი და რაც ყველაზე საამაყოა უკრაინის ფეხბრურთის ეროვნული ნაკრების“. WhiteBIT-ის დამფუძნებელი დასძენს, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი საერთაშორისო პარტნიორობა ხელს უწყობს უკრაინის მხარდასაჭერად დახმარების ოდენობის გაზრდას.

შეგახსენებთ, რომ WhiteBIT არის ერთ-ერთი უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟა ევროპაში, უკრაინული წარმოშობით. დღეის მდგომარეობით კრიპტობირჟა ემსახურება 3,5 მილიონზე მეტ მომხმარებელს, გახსნილი აქვს 8 მუდმივმოქმედი ოფისი, რამოდენიმე კონტინენტის სხვადასხვა ქვეყნებში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი