ხატია დეკანოიძე - საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავარი დაბრკოლება მართლმსაჯულების სისტემაა

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში მთავარ დაბრკოლებას ქართული მართლმსაჯულება წარმოადგენს.

როგორც პარლამენტში ოპოზიციის მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე დეკანოიძემ განმარტა, საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნაზე ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„ხაზი მინდა ერთ საკითხს გავუსვა, რომ ამ კომისიისთვის მხარდაჭერა ტესტი იქნება ყველა ოპოზიციონერი დეპუტატისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავარი დაბრკოლება მართლმსაჯულების სისტემაა, რომელზეც ვენეციის კომისია, ევროსაბჭო, ევროკავშირი და ახლა უკვე, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ძალიან ღიად და ხმამაღლა საუბრობენ, ამიტომ საქართველოს უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, დამოუკიდებელი მოსამართლეები და სწორედ, ამ გზისთვის, ამ გზის ერთგულებისთვის დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს და ამ გზის ერთგულებისთვის იქნება ზუსტად ეს საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს და პრეზიდენტს მომავალი კვირისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.

საუბარია პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისის თვეში ინიცირებული დადგენილების პროექტის დამტკიცებაზე, რომელიც სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი პარლამენტში „რეფორმების ჯგუფმა“ დააინიცირა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა