ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, სადაც 5-წევრიანი ოჯახის გამოსახლება მიმდინარეობს, ხმაური იყო

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 147 ნომერში, სადაც 5-წევრიანი ოჯახის გამოსახლება მიმდინარეობს, ხმაური იყო. დაპირისპირება აღსრულების პოლიციას და მოქალაქეებს შორის მოხდა.

მიქელაძეების ოჯახიდან, აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქეები და უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ნივთების გამოტანის შესაძლებლობას არ აძლევდა, რის გამოც, სამართალდამცავებმა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ადმინისტრაციული სამართალ დარღვევის ფაქტზე დააკავეს.

იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოშია გადაყვანილი.

სასამართლო პროცესი ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის. ვაჟა-ფშაველას 147 ნომერში კი მოქალაქეებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული და აღსრულების თანამშრომლებს გამოსახლების შესაძლებლობას კვლავ არ აძლევენ.

ამასთან, პროტესტის მიზნით, სახლის მეპატრონე სახურავზე ავიდა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, რასაც მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია, მათ ჭიშკარი შეამტვრიეს, სადაც აღსრულების პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

მეზობლების ინფორმაციით, წლების წინ მიქელაძეების ოჯახმა კერძო მევახშისგან 35 ათასი დოლარი ისესხა, რაც დროულად ვერ დააბრუნა. მიქელაძეების ოჯახი კერძო მევახშესგან თანხის ასანაზღაურებლად დროის გადავადებას ითხოვდა, რაზეც მათი თქმით, უარი მიიღეს.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა