ალექსანდრე ლუკაშენკო - ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სამოკავშირეო სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე სამოკავშირეო სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

„გუშინ მე და ვლადიმერ ვლადიმერის ძეს ფუნდამენტური მოლაპარაკებები გვქონდა. განვიხილეთ დახურული ხასიათის საკითხები, ყურადღება გავამახვილეთ უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებასა და სამოკავშირეო სახელმწიფოს თავდაცვის საკითხებზე“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის გუშინ გამართული შეხვედრა "ხანგრძლივი და შინაარსიანი“ იყო.

რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინი და ლუკაშენკო შეხვედრას დღეს რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს ფარგლებშიც გამართავენ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს