თამაზ ბაკურიძე, რომელიც ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს, აცხადებს, რომ ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

თამაზ ბაკურიძის თქმით, სამართალდამცავები სასამართლოს წინაშე მოუმზადებელი წარსდგნენ და მათ მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები არ გააჩნდათ, სადაც თამაზ ბაკურიძის დანაშაული იკვეთებოდა.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” თამაზ ბაკურიძე აცხადებს, მას დაკავებისას აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

“ჩვეულებრივად მიმდინარეობდა გამოსახლება, ჩემ პროფესიულ საქმიანობას ვახორციელებდი, ჩავატარე მიტინგი, სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ უცებ სიტუაცია დაიძაბა, დავინახე, რომ სახლის მეპატრონემ სახურავზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ჩემი და იქ მყოფი მოქალაქეების მხრიდან, აღშფოთება გამოიწვია, რა დროსაც მოქალაქეებმა ჭიშკარი შეაღეს, რომელიც აღსრულების პოლიციას ჩაკეტილი ჰქონდა, პროცესი უმართავი გახდა, აღსრულების პოლიციას ვუთხარი, რომ მოქალაქეებთან ჩხუბის ნაცვლად, სახურავზე მყოფი მოქალაქე გადაერჩინათ. მომესმა, რომ ვიღაცის დაკავებას გეგმავდნენ, უცებ მოვარდნენ და კი არ დამაკავეს, დამაგდეს ძირს, დაიწყეს ძალადობა ხელის გადაგრეხა ფეხების დარტყმა - აღსრულების პოლიციამ დაკავებისას ჩემზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადა. ამ დროს გონება დავკარგე და გონს რომ მოვედი, სასწრაფო დახმარება იყო მოსული. გადამიყვანეს პროკურატურაში და შემდეგ სასამართლოში. პროცესზე აღსრულების პოლიციას არანაირი მტკიცებულებები და მოწმეები არ ჰყავდა. სასამართლომ ორივე მხარეს 24 აპრილამდე ვადა მისცა, მტკიცებულებების წარსადგენად. მე კი ხელწერილის საფუძველზე თავისუფალი ვარ”, - განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.

ცნობისთვის, დღეს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე აღსრულების პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მიქელაძეების ოჯახის გამოსახლების დროს დააკავა.

რაც შეეხება მიქელაძეების ხუთსულიან ოჯახს, აღსრულების პოლიციამ ცოტა ხნის წინ გამოასახლა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ