გიგი უგულავა აშშ-ის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსის საქართველოში არ შემოშვებაზე - ეს უკვე ღალატის მომაკვდინებელი ფაზაა - ესაა უკვე ბელარუსი

დღეს ივანიშვილმა ლილუაშვილის ხელით ჩაიდინა საქართველოს ისტორიაში სრულიად უპრეცედენტო რამ - პოლიტიკურად, გამიზნულად არ შემოუშვა ქვეყანაში აშშ-ს მოქალაქე - ეს უკვე ღალატის მომაკვდინებელი ფაზაა, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას, რომელშიც მან დაადასტურა, რომ აშშ-ის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში არ შემოუშვეს.

როგორც უგულავა წერს, ეს არის უკვე ბელარუსი.

„დღეს ივანიშვილმა ლილუაშვილის ხელით ჩაიდინა საქართველოს ისტორიაში სრულიად უპრეცენდენტო რამ - პოლიტიკურად, გამიზნულად არ შემოუშვა ქვეყანაში აშშ მოქალაქე. უარესი! დადგეს სპექტაკლი - ნდობის ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში, რის შემდეგ მარად უტყვი ლილუაშვილი პასუხობს სახელისუფლებო ტელევიზიის დასმულ შეკითხვას. ამით, თავის ჭკუით, პასუხი გასცეს აშშ გუშინდელ მოსამართლეთა კლანის დასანქცირებას.

ეს უკვე ღალატის მომაკვდინებელი ფაზაა!

ესაა უკვე ბელარუსი!“, - წერს უგულავა „ფეისბუქზე“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ამერიკის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში არ შემოუშვეს, რადგან ჰქონდათ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა „მაღალი სანდოობის წყაროებს".

„ვადასტურებ, რომ ჯეიმსონ მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. აკერმანი ცოცხალი აღარ არის, დააყენეთ ის კაცი, შეიძლება ქომინსი უარეს საქმიანობასაც ეწეოდა. ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. აშშ-ის საელჩო არ დაგვკავშირებია რატომ არ შემოვუშვით, ალბათ მიზეზი თავადაც კარგად იციან. აკერმანიც რომ ცოცხალი ყოფილიყო და შემოსულიყო, არ შემოვუშვებდით, მას შემდეგ რაც მხილებული იყო იმაში, რა საქმიანობითაც იყო დაკავებული“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, ვერ იტყვის სანქციები პირდაპირ კავშირშია თუ არა მის არ შემოშვებასთან და აღნიშნა, რომ ეს ამერიკულ მხარეს უნდა ვკითხოთ, თუმცა, ეს კავშირი არ გამორიცხა.

„შეიძლება კავშირი არსებობს კიდეც, შეიძლება არ არსებობს, ეს უნდა კითხოთ იმ მხარეს, ვინც სანქციები დააკისრა კონკრეტულ პირებს", - განაცხადა ლილუაშვილმა.

სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, ჯეიმსონ მარშალ ქომინსის "საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრეინინგებასთან, მითითების გაცემასთან და ა.შ.".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა