იაპონიის საელჩოს გამოცხადებულ ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამაში, ქვემო ქართლის რეგიონი გამარჯვებული გახდა

იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებულ ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამაში, ქვემო ქართლის რეგიონი გამარჯვებული კიდევ ერთხელ გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს

მათივე ცნობით, რეგიონის მუნიციპალიტეტები ისეთ საგრანტო პროექტებში, რომლებიც საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვაზე არიან ორიენტირებულები, აქტიურად მონაწილეობენ.

„მოხარული ვარ, რომ დღეს, თქვენთან ერთად ვესწრები პროექტის გახსნას, რომელიც იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში განხორციელდა. გრანტის მოცულობამ 82,243 $ შეადგინა. პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტმა შეიძინა ნარჩენების შემკრები მანქანა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების დროულ გატანას და მუნიციპალიტეტს დაეხმარება მეტად იზრუნოს ეკოლოგიაზე, გაუფრთხილდეს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას. დღემდე, ამ პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში დაფინანსდა სამი პროექტი, კერძოდ, წალკის, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში”, - განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.

„ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის, „მარნეულის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შემკრები მანქანის შეძენა“, გახსნის ცერემონიალს გიორგი დოხტურიშვილი იაპონიის ელჩთან საქართველოში, იმამურა აკირასთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან, კენან ომაროვთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამირან გიორგაძესთან ერთად დაესწრო”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი