„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები ჭიათურის საკრებულოს სხდომას ესწრებიან, რომელზეც „ჭიათურმანგანუმის“ საკითხი იხილება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, პარტიის წევრები ჭიათურის საკრებულოს სხდომას ესწრებიან, რომელზეც „ჭიათურმანგანუმის“ საკითხი იხილება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დღის წესრიგის მიხედვით, საკრებულოში კომპანიის მმართველს ელოდებიან, რომელმაც ექვსწლიანი ანგარიში უნდა წარადგინოს.

პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, რაიონიდან ასობით მილიონი დოლარის მადანი გადის, თუმცა ეს მოსახლეობაზე ეკონომიკურად არ აისახება.

„ჭიათურაში, ეკოლოგიური კუთხით, უმძიმესი ვითარებაა. ასობით მილიონი დოლარის მადანი გადის და ამ რაიონის მოსახლეობას არაფერი არ ეტყობა. გაუბედურებულია ეკოლოგიური მდგომარეობა, ყვირილა შავია. გარდა ამისა, გადათხრილია სოფლები, ძირგამოთხრილია სახლები. ზუსტად დღეს, საკრებულოს სხდომაზე, ადგილობრივმა მოსახლეობამ ეს საკითხები დააყენა. ჩვენ ჩამოვედით, რომ დავესწროთ ამ განხილვას. დღეს მიდის პირდაპირი ძარცვა ამ უმდიდრესი რაიონის. ხალხის გაღარიბება და კონკრეტული ადამიანების გამდიდრება გრძელდება, რაც არის უკანონო, უსამართლო და ამის წინააღმდეგ ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა