კელი დეგნანი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზე - შეერთებული შტატები ძლიერი, დამოუკიდებელი მედიის მტკიცე დამცველია - ჩვენ ასევე პროფესიონალი, ეთიკური ჟურნალისტების მტკიცე დამცველები ვართ

შეერთებული შტატები ძლიერი, დამოუკიდებელი მედიის მტკიცე დამცველია. ჩვენ ასევე პროფესიონალი, ეთიკური ჟურნალისტების მტკიცე დამცველები ვართ. ეს კომბინაცია უზრუნველყოფს, რომ საზოგადოებამ მიიღოს სწორი, დაბალანსებული ინფორმაცია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელსაც შეკითხვა რამდენიმე მედია საშუალების წარმომადგენლებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის გაუქმებასთან დაკავშირებით დაუსვეს.

„რა თქმა უნდა, პარლამენტში შესაბამისი წესების დაწესება პარლამენტის თავმჯდომარის გადასაწყვეტია. როდესაც ცხადდება წესები, მნიშვნელოვანია, როგორ ხორციელდება ისინი. ვფიქრობ, უნდა ვნახოთ, თუკი ისინი ხორციელდება სამართლიანად და მიუკერძოებლად“, - აღნიშნა ელჩმა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?