გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა უფლისციხეში სონია გეჯაძის ოჯახი მოინახულა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, უსახლკარო და სოციალურად დაუცველ ოჯახს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ხის საცხოვრებელი კოტეჯი შეუძინა.
„სონია გეჯაძე შვილთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი ბოლო შვიდი წელი გორის მერიის ქირავნობის პროგრამით სარგებლობდა, რომლის ფარგლებშიც უწყება მიუსაფარ უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს ბინის ქირით უზრუნველყოფს. სონია გეჯაძემ მერიის ქირავნობის პროგრამით სარგებლობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც იმ შენობაში დარჩენამ, სადაც წლების განმავლობაში შვილთან ერთად ცხოვრობდა, ავარიული მდგომარეობის გამო საფრთხე შეუქმნა დედა-შვილის ჯანმრთელობას.
გორის მერია, მიმდინარე წელს, საცხოვრებელ კოტეჯს კიდევ სამ ოჯახს გადასცემს. საცხოვრისის შეძენას მერია მომავალ წლებშიც გააგრძელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.