ირაკლი მელაშვილი - დისკრედიტირებული მოსამართლეების დაცვისა და მათთვის ხელის ჩაჭიდების გზა მარცხიანი და ძალიან მძიმე იქნება ხელისუფლებისთვისაც და ქვეყნისთვისაც

საგარეო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, აშშ-ს მიერ საქართველოს ოთხი მოსამართლის სანქცირების თემა აქტიურად განიხილება პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში.

ამ თემაზე საკმაოდ ბევრი ითქვა და დაიწერა და ისეთი პირი უჩანს, როგორც ჩანს, მოსამართლეების საკითხი, შესაძლოა, აღმოჩნდეს ის თემა, რამაც შეიძლება დააჩქაროს როგორც მართლმსაჯულების სისტემის, ისე პროკურატურის რეფორმა.

ვნახეთ მომხდარზე სახელისუფლებო გუნდის, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატური რეაქციები და ასევე დასანქცირებული მოსამართლეების საბჭოთა პროპაგანდის სტილში აშკარად პოლიტიზებული კომენტარები.

პარლამენტის თავმჯდომარემ პაპუაშვილმა თქვა - „პარტნიორები ასე არ იქცევიანო“. როცა პარტნიორ გლობალურ მოთამაშეს აშშ-ს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ლამის ყოველ დღე საქართველოს „ომში ჩათრევაში“ ადანაშაულებ, მაშინაც უნდა გვახსოვდეს რომ „პარტნიორებს ასე არ ესაუბრებიან.“ მით უმეტეს, რომ ეს პარტნიორი აშშ-ა, რომლის მფარველობა რომ არა, მეზობელი რუსეთი ჩვენი სუვერენიტეტიდან არც არაფერს დატოვებდა.

ახლა მოცემულობა ასეთია, - ხელისუფლება აშშ-სგან სანქცირებული მოსამართლეების ბრალეულობის დამადასტურებელი მასალების წარდგენას მოითხოვს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი, აშშ-ს ელჩი და ოპოზიცია იმედოვნებენ, რომ ან პროკურატურა, ან საპარლამენტო კომისია დაიწყებს სანქცირებული მოსამართლეების საქმის შესწავლას.

თავად მოსამართლეებმა პრემიერთან შეხვედრა მოითხოვეს. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და მომხდარზე სახელისუფლებო გუნდის რეაქციებს?

- პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ 2012 წელს ყველა ის ადამიანი, რომელიც მაშინ პოლიტიკაში ახლად შემოსულ ბიძინა ივანიშვილს გვერდით დაუდგა, ალბათ, კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვებისა და ხელისუფლებაში ყოფნის მეთერთმეტე წელს, მმართველი პოლიტიკური ძალა საქართველოს სუვერენიტეტისა და თავად ბიძინა ივანიშვილის პარტიის გვერდზე დგომის მთავარ მარკერად სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, გახმაურებულ დანაშაულზე, „გირგვლიანის საქმეზე“ პასუხისმგებელი მოსამართლის, მურუსიძის დაცვას აქცევდა.

მაშინ, ალბათ, გიჟად, ან პროვოკატორად ჩათვლიდნენ ადამიანს, რომელიც იწინასწარმეტყველებდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის მეათე წელს თბილისში მოგვიწევდა მიტინგების გამართვა მურუსიძის და სააკაშვილის მოსამართლეების გადაყენების მოთხოვნით, „ქართული ოცნება“ კი მოღალატეებად გამოაცხადებდა ყველა იმ პოლიტიკოსს, რომლებიც ებრძვიან სააკაშვილის დროინდელ იმ მოსამართლეებს, რომელთა მეშვეობითაც „ნაცმოძრაობა“ 2012 წელს ატერორებდა ივანიშვილის მომხრეებს, მარტო ე.წ. „უკანონო შემოწირულებების“ საქმეზე ათასობით ადამიანი იქნა მათ მიერ აწიოკებული, ივანიშვილს კი, ოპოზიციაში წასვლის გამო, უპრეცედენტო, რამდენიმე ასეულ მილიონიანი ჯარიმა უკანონოდ გამოუწერეს, ციხეში ჩააგდო ახლანდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი.

მაშინ, ასევე, წარმოუდგენელი ჩანდა, რომ წლების შემდეგ „ნაცმოძრაობა“ აღმოჩნდებოდა იმ მოსამართლეებთან ბრძოლის ავანგარდში, ვინც თავად აღაზევეს მიშას მიერ რეფორმირებულ სასამართლო სისტემაში, ვისითაც ამაყობდნენ, ვისაც თავად მოიხსენიებდნენ, როგორც მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე არაკორუმპირებულ სასამართლოდ.

მოკლედ, „ქართულმა ოცნებამ“ მართლა შეუძლებელი მოახერხა და ამ ათ წელიწადში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. წინა ხელისუფლების დროინდელი მჩაგვრელები აქცია ახლანდელ გმირებად, ხოლო მაშინდელი სააკაშვილის სასამართლოს წინააღმდეგ მებრძოლები გამოაცხადა ქვეყნის მოღალატეებად და უცხოეთის აგენტებად.

„ქართულმა ოცნებამ“ მართლა შეუძლებელი მოახერხა და ამ ათ წელიწადში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. წინა ხელისუფლების დროინდელი მჩაგვრელები აქცია ახლანდელ გმირებად, ხოლო მაშინდელი სააკაშვილის სასამართლოს წინააღმდეგ მებრძოლები გამოაცხადა ქვეყნის მოღალატეებად და უცხოეთის აგენტებად

„ოცნების“ პოლიტიკის ასეთი ტრანსფორმაცია მაშინ წარმოუდგენელი ჩანდა. ათი წლის წინ ასეთი ვარაუდის გამოთქმაზე, ალბათ, მურუსიძეც, ჩინჩალაძეც და ცერცვაძეც კი სიცილით მოკვდებოდნენ

რა თქმა უნდა, ამ მოსამართლეებს მთავარი დანაშაულები „ნაცმოძრაობის“ მმართველობის“ დროს აქვთ ჩადენილი. მაგრამ ამ დამნაშავე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნით და მათთვის სასამართლო სისტემაში მთელი ძალაუფლების გადაცემის გამო, სასამართლო სისტემის გათახსირების კუთხით „ქართული ოცნება“ არანაკლები დამნაშავეა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“.

„ოცნებამ“ უკვე იცოდა, რას წარმოადგენდნენ მურუსიძე, ჩინჩალაძე და მათ მიერ ნამართი სასამართლო. საკუთარ ტყავზე იცოდა. იცოდა, რა ჰქონდათ დაშავებული ქვეყნისთვის და ამის მიუხედავად, მაინც უვადოდ დანიშნეს მოსამართლეებად, ჩააბარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

ამიტომ, სასამართლოს საკითხში „ქართული ოცნების“ დანაშაული და ცინიზმი, ჩემი აზრით, არანაკლებია, ვიდრე „ნაცმოძრაობის“, ხოლო პოლიტიკური პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მეტი, ვინაიდან ხელისუფლებაში მოსვლისას „ქართული ოცნების“ დაპირება საზოგადოების წინაშე, სწორედ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მისი უწესო მოსამართლეებისგან გაწმენდა იყო.

სასამართლოს საკითხში „ქართული ოცნების“ დანაშაული და ცინიზმი, არანაკლებია, ვიდრე „ნაცმოძრაობის“, ხოლო პოლიტიკური პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მეტი, რადგან მათ იცოდნენ ვინ იყვნენ ჩინჩალაძე- მურუსიძე და სხვა მოსამართლეები

"ოცნებამ" ამ საკითხში ქართველი ხალხი უბრალოდ გადააგდო.

- მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის მონაწილეობით ოპოზიციასთან ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამოვიდა, 12 პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციების შესრულების საკითხებში წინსვლა დიდად არ შეიმჩნევა, დამკვირვებელთა მტკიცებით, აშშ-მ თავად დაიწყო მოსამართლეებთან დაკავშირებით ერთ-ერთი პუნქტის შესრულება.

თუ ამ თემაზე აშშ-ს ელჩის განცხადებას გავითვალისწინებთ, სულაც არაა გამორიცხული, რომ დასანქცირებულ მოსამართლეთა სია გაიზარდოს. როგორც ჩანს, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება დასანქცირებულ მოსამართლეებს და იმათაც, ვინც ასე დაჟინებით ითხოვს მათ დასანქცირებასაც.

- 10 წლის წინ, ხელისუფლებაში ახალმოსული „ქართული ოცნება“, რომელიც იწყებდა სასამართლო რეფორმის განხორციელებას, ალბათ, უმკაცრეს შეფასებას მისცემდა ყველა იმ უცხოელ თუ ადგილობრივ პოლიტიკოსს ან ორგანიზაციას, რომელიც მოითხოვდა, წარმოედგინა მაშინდელი სასამართლოს მესვეურების დანაშაულებრივი საქმიანობის დამადასტურებელი ფაქტები და ასეთ საქციელს ჩათვლიდა სააკაშვილის რეჟიმის პირდაპირ მხარდაჭერად.

დღეს „ქართული ოცნება“ აშშ-სგან ითხოვენ პასუხს, რა ფაქტების საფუძველზე დაასანქცირეს ადეიშვილის მარჯვენა თუ მარცხენა ხელი, ჩინჩალაძე, ცერცვაძე და მურუსიძე, რომლის მიერ გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი განაჩენი გააცამტვერა ევროპის სასამართლომ და რომლის პასუხისმგებლობის საკითხს მაშინ აყენებდა მთელი ოპოზიცია და ქართული საზოგადოება. მეტი არაადეკვატურობა ძნელი წარმოსადგენია.

დღეს „ქართული ოცნება“ აშშ-სგან ითხოვენ პასუხს, რა ფაქტების საფუძველზე დაასანქცირეს ადეიშვილის მარჯვენა თუ მარცხენა ხელი, ჩინჩალაძე, ცერცვაძე და მურუსიძე, მეტი არაადეკვატურობა ძნელი წარმოსადგენია

რატომ მაშინ არ დაასანქცირეს? ესაა ერთადერთი მეტ-ნაკლებად ადეკვატური კითხვა, რომელიც ისმის დღევანდელი ხელისუფლების მომხრეებისგან. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, აშშ-მ და დასავლეთმა თავის დროზე დაუშვა შეცდომა და საჯაროდ არ მოახდინა რეაგირება, როცა „ნაცმოძრაობამ“ სასამართლოს როლი ფაქტობრივად პროკურატურის ნოტარიუსის ფუნქციამდე დაიყვანა, როცა მმართველი პარტიის მიერ მოხდა სასამართლოს უზურპაცია და მისი დამოუკიდებლობის საბოლოო განადგურება.

ამ საკითხზე ხელისუფლებასთან კულუარებში საუბარი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებაში ქართული სასამართლო სისტემის ზომიერი კრიტიკა უბრალოდ არ იყო საკმარისი.

ჩემი აზრით, მაშინ კოლექტიური დასავლეთი ზედმეტად გაუფრთხილდა რეგიონში „დემოკრატიის შუქურად“ წოდებული ხელისუფლების იმიჯს და შეეცადა, ზიანი არ მიეყენებინა აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე წარმატებულ რეფორმატორად წოდებული ხელისუფლებისათვის, რომელმაც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველმა შეძლო მასობრივი კორუფციის დამარცხება. ეს იყო, ჩემი აზრით, დასავლეთის ქვეყნების მაშინდელი ხელისუფლებების შეცდომა.

ჩემი აზრით, მაშინ კოლექტიური დასავლეთი ზედმეტად გაუფრთხილდა რეგიონში „დემოკრატიის შუქურად“ წოდებული ხელისფლების იმიჯს და შეეცადა, ზიანი არ მიეყენებინა აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე წარმატებულ რეფორმატორად წოდებული ხელისუფლებისათვის, რომელმაც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველმა შეძლო მასობრივი კორუფციის დამარცხება. ეს იყო, ჩემი აზრით, დასავლეთის ქვეყნების მაშინდელი ხელისუფლებების შეცდომა

ამ შეცდომამ უკვე „ოცნების“ მმართველობის პერიოდზეც მოახდინა გავლენა და წაახალისა ის, გაემეორებინა წინამორბედის შეცდომა. „

ოცნებამ“ ჩათვალა, რომ, თუკი წინა ხელისუფლებას შერჩა ასეთი საქციელი, დასავლეთი მათაც აღარ დასჯიდა ძირეული სასამართლო რეფორმის არგატარებისათვის. ფიქრობდნენ, რომ მათაც შერჩებოდათ. მოკლედ „რატომ მაშინ არ დაასანქცირეთ“, ეს არ არის იმის არგუმენტი, რომ ეს მოსამართლეები დღესაც არ არიან დასანქცირების ღირსი.

კიდევ ერთი „არგუმენტი“, რაც თავის გასასამართლებლად ხელისუფლებას მოჰყავს, არის ის სტატისტიკა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად გაუმჯობესებულია გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი დღევანდელ სასამართლოში სააკაშვილის დროინდელთან შედარებით.

„რატომ მაშინ არ დაასანქცირეთ“, ეს არ არის იმის არგუმენტი, რომ ეს მოსამართლეები დღესაც არ არიან დასანქცირების ღირსი

ამით ისინი ცდილობენ დაასაბუთონ, თითქოს ახლანდელი მართლმსაჯულების სისტემა ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე იყო მაშინ. არ მუშაობს, ბატონებო, ეს არგუმენტი ისე, როგორც თქვენ გინდათ.

წინა ხელისუფლების მონაცემებთან შედარებით გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკის გაუმჯობესება უბრალოდ მიუთითებს იმაზე, რომ ახლანდელმა ხელისუფლებამ შეცვალა წინა ხელისუფლების მანიაკური მიდგომა, რომლის მიხედვითაც, პროკურატურას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოეგო პროცესი.

ეს რიცხვები მიუთითებს იმაზე, რომ ახლანდელ ხელისუფლებას უფრო ლიბერალური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა აქვს, ვიდრე წინას, რაც, რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების პლუსია, მაგრამ მხოლოდ ეს ფაქტი არ არის საკმარისი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდის დასამტკიცებლად.

დღეს მურუსიძე-ჩინჩალაძე მორჩილად ახორციელებენ ხელისუფლების უფრო ლიბერალურ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას. ხვალ რომ ხელისუფლებამ მოინდომოს და ისევ დაუბრუნდეს სააკაშვილის დროინდელ მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას, ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძე ასევე უხმოდ შეუდგებიან ამ ახალი-ძველი პოლიტიკის გატარებასაც?

დღეს მურუსიძე-ჩინჩალაძე მორჩილად ახორციელებენ ხელისუფლების უფრო ლიბერალურ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას. ხვალ რომ ხელისუფლებამ მოინდომოს და ისევ დაუბრუნდეს სააკაშვილის დროინდელ მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას, ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძე ასევე უხმოდ შეუდგებიან ამ ახალი-ძველი პოლიტიკის გატარებასაც?

არ მგონია, რომ ჭკუათმყოფელ ადამიანს ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ ჰქონდეს. სწორედ ამას ედავებიან „ქართულ ოცნებას“, რომელმაც წლების განმავლობაში თავად ამ პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ათასჯერ გაკრიტიკებული წინა ხელისუფლების ყველა უკანონო სურვილის უტყვად შემსრულებელი მოსამართლეები ახალი, ე.წ. რეფორმირებული სასამართლოს სისტემის ფაქტობრივ მმართველებად დანიშნა.

ამ ხალხის სასამართლო სისტემაში დატოვება ერთადერთი ლოგიკით შეიძლება აიხსნას, ამ ხელისუფლებამაც ამჯობინა, სასამართლო სისტემა ჩაებარებინა უპრინციპო, ნებისმიერი დავალების შემსრულებელი, მორჩილი მოსამართლეებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერაფრით აიხსნება, რატომ მოინდომა „ოცნებამ“ მის მიერ გატარებული სასამართლო რეფორმის დისკრედიტაცია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ცერცვაძეების ნაირი მოსამართლეების უვადოდ განმწესებებით.

- დამკვირვებელთა ნაწილმა მიიჩნია, რომ ირაკლი კობახიძის მიერ ნათქვამი, რომ „ხელისუფლებას ჩანაწერები აქვს“, ხელისუფლება ან ჩანაწერების გამოქვეყნების გზას დაადგება, ან მომხდარზე ადეკვატურად რეაგირებას დაიწყებს. სახელისუფლებო გუნდის განცხადებებს თუ გავიხსენებთ, ჯერ არ ჩანს, რომ მმართველი გუნდის რეაქცია ადეკვატური იქნება.

სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები დასანქცირებული მოსამართლეებთან დაკავშირებით? პარლამენტში შეიქმნება საპარლამენტო კომისია თუ სახელისუფლებო გუნდი იუსტიციის საბჭოს 5 წევრით დაკომპლექტებას დაიწყებს?

- ახლა, ჩემი აზრით, ხელისუფლების ყველაზე დიდი მტერი იქნება ის, ვინც მას მოუწოდებს შეცდომაში გაჯიუტებისკენ, „მტკიცედ დადგომისაკენ“ და არასწორი გზით სიარულის გაგრძელებისაკენ.

ის, ვინც სერიოზულად თვლის, რომ დღეს მურუსიძე-ჩინჩალაძის გვერდში დგომაზე გადის საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და სამართლიანობის დაცვის ხაზი, ჩემი აზრით, ძალიან შორს დგას როგორც სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან, ისე ადამიანური მორალისგან.

ის, ვინც სერიოზულად თვლის, რომ დღეს მურუსიძე-ჩინჩალაძის გვერდში დგომაზე გადის საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და სამართლიანობის დაცვის ხაზი, ჩემი აზრით, ძალიან შორს დგას როგორც სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან, ისე ადამიანური მორალისგან

ფაქტია, რომ დამოუკიდებელი, საზოგადოების მაღალი ნდობის მქონე სასამართლოს შექმნა, აგერ უკვე 30 წელზე მეტია, რჩება ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. ეს საკითხი ხელს გვიშლის როგორც ქვეყნის ნორმალურად განვითარებაში, ისე ევროპული ინტეგრაციის საქმეში.

აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირება, ისევე, როგორც ნებისმიერი კრიზისი, ხელისუფლებას აძლევს თეორიული შანსს, გაწმინდოს სასამართლო დისკრედიტებული მოსამართლეებისგან, ბოლოს და ბოლოს, უზრუნველყოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა. თუმცა, ეს შანსი „ქართულ ოცნებას“ ადრეც ჰქონდა და როგორ გამოიყენა, ამას ყველა ვხედავთ.

აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირება, ისევე, როგორც ნებისმიერი კრიზისი, ხელისუფლებას აძლევს თეორიული შანსს, გაწმინდოს სასამართლო დისკრედიტებული მოსამართლეებისგან, ბოლოს და ბოლოს, უზრუნველყოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა. თუმცა, ეს შანსი „ქართულ ოცნებას“ ადრეც ჰქონდა და როგორ გამოიყენა, ამას ყველა ვხედავთ

მეორე გზა ასევე ცნობილია - შეცდომაში გაჯიუტება, ამ დისკრედიტირებული მოსამართლეებისათვის ხელის ჩაჭიდება, მართვად სასამართლო სისტემაზე არშელევის მცდელობა. ეს გზა მთლიანობაში მარცხიანი, ძალიან მძიმე იქნება ხელისუფლებისთვისაც და ქვეყნისთვისაც.

შეცდომაში გაჯიუტება, ამ დისკრედიტირებული მოსამართლეებისათვის ხელის ჩაჭიდება, მართვად სასამართლო სისტემაზე არშელევის მცდელობა. ეს გზა მთლიანობაში მარცხიანი, ძალიან მძიმე იქნება ხელისუფლებისთვისაც და ქვეყნისთვისაც

ჯერჯერობით, რასაც ვხედავ, ხელისუფლება ამ მეორე გზას ირჩევს.

- ვხედავთ, რომ მოსამართლეთა დასანქცირების თემას აქტიურად განიხილავს საზოგადოება.

ძნელია იმათი გულწრფელობის დაჯერება ვინც 2012 წლამდე გვირგვლიანისა და სხვა გახმაურებულ საქმეებზე ცრემლებს ღვრიდა, ახლა კი ისე იცავენ მურუსიძე-ჩინჩალაძესა და სხვებს თითქოს, ისინი თავის დროზე არ ყოფილიყვნენ წინა ხელისუფლების საყრდენები სასამართლო სისტემაში.

ყველაზე უცნაური ისაა, რომ ხელისუფლების მხარდამჭერები იმასაც ამტკიცებენ, რომ აშშ-ს საქართველოს სასამართლო სისტემის გაკონტროლება სურს, რითაც აშშ „შეურაცხყოფას აყენებს სუვერენულ საქართველოს“, რომ საქართველო „ცალ ფეხზე არ დადგება“ და ასე შემდეგ.

- „პატრიოტიზმი ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფარიაო“. რასაც დღეს აკეთებენ ამ მოსამართლეების დამცველები ამ გამოთქმის სისწორის კლასიკური დადასტურებაა. ხელისუფლება გვეუბნება, თითქოს ოთხ მოსამართლეზე სანქციების დაწესებით, აშშ ცდილობს ქართულ სასამართლოზე კონტროლის დაწესებას.

ანუ რა გამოდის? მურუსიძე-ჩინჩალაძისათვის სასამართლოს ჩაბარება სუვერენიტეტის დაცვა და პატრიოტული საქმეა, ხოლო იმ მოსამართლეებთან ბრძოლა, ვის კისერზეცაა ქართული სასამართლოს ავტორიტეტის განადგურება, გირგვლიანის და სხვა მსგავსი საქმეები, რომელთა გადაწყვეტილებებზე ევროსასამართლოს არაერთი, ამ მოსამართლეებისათვის სამარცხვინო ვერდიქტი აქვს გამოტანილი, არც მეტი - არც ნაკლები, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაა?

აბსოლუტურად ყველა მორალური პრინციპებიდან დაცლილ ქართულ პოლიტიკაშიც კი იშვიათად მინახავს ამაზე დიდი უტიფრობა, როცა გიმტკიცებენ, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლის დაცვა, თურმე, სამშობლოს სიყვარულს ნიშნავს, ხოლო მისი სასამართლოდან გაშვების მოთხოვნა - ქვეყნის მტრობას.

აბსოლუტურად ყველა მორალური პრინციპებიდან დაცლილ ქართულ პოლიტიკაშიც კი იშვიათად მინახავს ამაზე დიდი უტიფრობა, როცა გიმტკიცებენ, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლის დაცვა, თურმე, სამშობლოს სიყვარულს ნიშნავს, ხოლო მისი სასამართლოდან გაშვების მოთხოვნა - ქვეყნის მტრობას

აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა ოთხ მოსამართლეზე სანქციების გამოცხადებისას განმარტეს, რომ ამერიკელები წლების განმავლობაში ითხოვდნენ საქართველოსგან რეალური სასამართლო რეფორმის გატარებას და მხოლოდ მას შემდეგ გადადგეს ეს ნაბიჯი, რაც საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ამ ეტაპზე დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის ყველა შანსი ამოწურა.

ამასთან, აშშ-ს წარმომადგნელბმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან, განაგრძონ ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობა რეფორმების გატარების კუთხით. ფაქტია, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, სისტემის გაწმენდა დისკრედიტებული, ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე ხელისმომწერი მოსამართლეებისგან, პირველ რიგში, თავად ჩვენი საზოგადოების ინტერესშია.

ცუდია, როცა ამ მიზნის მისაღწევად ხელისუფლებას გარედან ზეწოლა და სანქციების გამოყენება ჭირდება. ძალიან ცუდია. ეს ფაქტი ძალიან ვნებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას. თუკი ხელისუფლებამ გააგრძელა თავის შეცდომებში გაჯიუტება, ქვეყნისათვის დამაზიანებელი, დასავლეთთან მიმართებით აბსოლუტურად არაადეკვატური, კონფრონტაციული რიტორიკა, დიდია საფრთხე, რომ ეს არ იყოს უკანასკნელი სანქციები, რომელსაც დაუწესებენ საქართველოს თანამდებობის პირებს.

თუკი ხელისუფლებამ გააგრძელა თავის შეცდომებში გაჯიუტება, ქვეყნისათვის დამაზიანებელი, დასავლეთთან მიმართებით აბსოლუტურად არაადეკვატური, კონფრონტაციული რიტორიკა, დიდია საფრთხე, რომ ეს არ იყოს უკანასკნელი სანქციები, რომელსაც დაუწესებენ საქართველოს თანამდებობის პირებს

თუკი პირველი სანქციები შეეხო იმათ, ვინც დანიშნეს სასამართლოში, შემდეგი უკვე შეიძლება იყვნენ ის პირები, ვინც მსგავს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. კიდევ ვიმეორებ, არჩევანი ხელისუფლებას აქვს, გააჩნია, თავად რა გზას აირჩევს.

- ოპოზიციას 9 აპრილს დაანონსებული აქვს ფართომასშტაბიანი აქცია.

7-8 მარტის აქციების შემდეგ ხელისუფლების მხარდამჭერები გამოთქვამენ სურვილს თავად შეიკრიბონ და დაანახონ ოპოზიციას რომ „ქართულ ოცნებას“ მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

ბევრისგან განსხვავებით სულაც არ მეპარება ეჭვი, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები მეტი ჰყავს, მაგრამ გაუგებარია 7-8 მარტის აქციების შემდეგ როგორც „ქართული ოცნების“, ისე ულტრამემარცხენეებისა და ულტრამემარჯვენეების, ასვე ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნების მსურველთა ერთ ხმაში მხარდაჭერა.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ, ბოლო თვეებში განვითარებულმა პროცესებმა მკაფიოდ დაგვანახა, რომ ქართულ პოლიტიკური სცენაზე უამრავი ხალხი ირევა, მაგრამ, ცხადად ჩანს, რომ მათ უმეტესობას აშკარად სხვადასხვა მიზნები ამოძრავებთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ ველზე ხდება? სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ქართულ პოლიტიკაში ამდენი აზრთა სხვადასხვაობა?

- ჩემი აზრით, ოპოზიცია ჯამურად არანაკლებ მძიმე ფორმაშია, ვიდრე ხელისუფლება. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ოპოზიციაში არ არიან ადეკვატური ადამიანები, მაგრამ, ჯამურად, ოპოზიცია ვერ ახერხებს, საზოგადოებას აჩვენოს, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა ქვეყანაში უკეთესობისკენ შეცვლის სიტუაციას.

იგივე სასამართლოს მისამართით ოპოზიციის ნაწილის კრიტიკის გულწრფელობაში საზოგადოების დიდ ნაწილს დღესაც ეჭვი ეპარება. ფაქტია, რომ ყველა მოსამართლე, რომელიც დღეს აშშ-მ დაასანქცირა, მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაა აღზევებული.

ახლა თუ ცუდები არიან ეს მოსამართლეები, მაშინ როგორ იყვნენ კარგები? თუ კარგები არ იყვნენ, მაშინ რატომ იცავთ ადეიშვილს მერაბიშვილს და მაშინდელი სისტემის სხვა შემოქმედებს? რატომ ცდილობთ გამოიყვანოთ ეს ადამიანები უდანაშაულოებად და პოლიტიკური დევნის მსხვერპლად, რატომ არის ზოგიერთი მათგანი პარტიის ჩრდილოვან მმართველობაში?

რატომ გვასაღებთ კეზერაშვილს საზოგადოებისათვის მისაღებ ფიგურად, რომლის ფინანსურ პოლიციაში ზეობის დროსაც უამრავი ბიზნესმენი დააშინეს, დაატერორეს, გაძარცვეს და ქონება წაართვეს? თუკი არჩევანი დადგება „ოლიგარქ“ ივანიშვილის და „ოლიგარქ“ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებულ პარტიებს შორის, დარწმუნებულია ოპოზიცია, რომ უბრალო მოქალაქეს ბევრი არგუმენტი ექნება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ?

თუკი არჩევანი დადგება „ოლიგარქ“ ივანიშვილის და „ოლიგარქ“ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებულს პარტიებს შორის, დარწმუნებულია ოპოზიცია, რომ უბრალო მოქალაქეს ბევრი არგუმენტი ექნება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ?

მოკლედ, კითხვა ბევრია, რომელზეც საზოგადოება პასუხს ვერ იღებს. ახლა ამ კითხვების დრო არ არის, - ეს ფრაზა უბრალოდ არ მუშაობს. მათზე დამაჯერებელი პასუხები თუ არ იქნა, ოპოზიციას გაუჭირდება და ამას ვერც 9 აპრილს დაანონსებული აქცია შველის, გინდა მოახერხოს „ნაცმოძრაობამ“ რამდენიმე ათასი კაცის შეკრება და გინდა - ვერა.

ოპოზიციის მთავარ ამოცანად რჩება, მოსახლეობას დაანახოს უკეთესი ალტერნატივა, დაარწმუნოს იმაში, რომ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქვეყანა წინ წავა. სიმართლე, ჩემი აზრით, იმაშია, რომ ამ კუთხით ოპოზიცია ბევრს არაფერს აკეთებს.

დღეს ოპოზიცია სულდგმულებს ხელისუფლების მძიმე შეცდომების და ამ შეცდომების კრიტიკის ხარჯზე. ის თავად ტივტივებს, მაგრამ საზოგადოებას არანაირ გზას არ უჩვენებს, როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან.

მხოლოდ „ოცნება“ ცუდია და ის უნდა წავიდეს, ამის ძახილი აშკარად არაა საკმარისი საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად. ოპოზიცია ვერ ახერხებს, გააფართოოს თავისი ელექტორალური ბაზა. კატასტროფაა, როცა მრავალათასიან მიტინგებზე ოპოზიციური ლიდერები ტრიბუნასთანაც კი ვერ მიდიან, ზოგჯერ კი მათ საერთოდ მიკროფონებს ართმევენ.

მხოლოდ „ოცნება“ ცუდია და ის უნდა წავიდეს, ამის ძახილი აშკარად არაა საკმარისი საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად... კატასტროფაა, როცა მრავალათასიან მიტინგებზე ოპოზიციური ლიდერები ტრიბუნასთანაც კი ვერ მიდიან, ზოგჯერ კი მათ საერთოდ მიკროფონებს ართმევენ

ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ოპოზიციაში ავტორიტეტული ლიდერების დიდი ნაკლებობაა. თუ პარტიები ამ პრობლემებს არ მოაგვარებენ, მათ ხელისუფლების დამარცხება ძალიან გაუჭირდებათ, მიუხედავად ამ უკანასკნელის არაერთი არასწორი ნაბიჯისა.

ხელისუფლების ცვლილება საქართველოში ყოველთვის მაშინ მოხდა, როცა საზოგადოებამ დაიჯერა, რომ ოპოზიცია ჯობდა ხელისუფლებას, როცა ოპოზიციას ჰყავდა ლიდერები, რომლებსაც ჰქონდათ ავტორიტეტი. ასე იყო 1990-ში, ასე იყო 2002-2003 წლებში, ასე იყო 2012 წელსაც.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა