ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხუთსულიანი ოჯახი დროებით მეზობლებმა შეიფარეს.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პოლიცია იყო მობილიზებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.