ბადრი ჯაფარიძე - ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, პატივი მივაგოთ 9 აპრილს დაღუპულებს და დამოუკიდებლობის აღდგენის 32 წლისთავი აღვნიშნოთ - ყველა პარტიას შეუძლია აქცია გამოაცხადოს, ჩვენ არ ვესწრებით

პარტია „ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას არ უერთდებიან.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მათთვის 9 აპრილს სხვა სიმბოლური დატვირთვა აქვს.

„ჩვენთვის ეს დღე არის პირველ რიგში, სწორედ დღე, როდესაც პატივი უნდა მივაგოთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს, მათ სულებს და ამავდროულად, აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის წლისთავი. შესაბამისად, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, პატივი მივაგოთ მათ და დამოუკიდებლობის აღდგენის 32 წლისთავი აღვნიშნოთ. ყველა პარტიას შეუძლია აქცია გამოაცხადოს. ჩვენ ამ აქციას არ ვესწრებით", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ